როჯერ ფედერერი: ჩემი მისია არ ამოწურულა

AutoSharing Option
შვეიცარიელმა როჯერ ფედერერმა დევისის თასის მოგების შემდეგ ლოზანაში გულშემატკივრებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ მისი მისია ჩოგბურთში ამოწურული არ არის.

"ვფიქრობ თუ არა კარიერის დასრულების შესახებ დევისის თასის მოგების შემდეგ? არავითარ შემთხვევაში. ძალიან მიყვარს ჩოგბურთი, რათა დღეს ამაზე ვიფიქრო. უბრალოდ, არ შემიძლია ახლა გაჩერება. მოვიგე დევისის თასი და იმედი მაქვს, რომ ამ ტურნირზე 2015 წელსაც ვითამაშებ", - ამბობს ფედერერი.

დევისის თასის მოგების შემდეგ თითზე ჩამოსათვლელია მსხვილი ტურნირები, რომლებშიც ლეგენდას არ გაუმარჯვია. მაგალითად, შვეიცარიელი არასოდეს ყოფილა პირველი მონტე კარლოს "მასტერსზე"; ასევე, არ მოუგია
ოქროს მედალი ოლიმპიადაზე ერთეულთა თანრიგში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული