მამა, რომელმაც 16 წლის ჩოგბურთელ ქალიშვილს ხელი გაარტყა, ციხეს გადაურჩა

AutoSharing Option
16 წლის რუმინელი ჩოგბურთელი გოგონას, ანდრადა სურდეანუს მამა მას შემდეგ დააკავეს, რაც ამ უკანასკნელმა ისრაელში გამართული ერთ-ერთი ტურნირის დროს ქალიშვილს სახეში ხელი გაარტყა.

წაგებული მატჩის შემდეგ ჩოგბურთელსა და მშობელს შორის ცხარე საუბარი გაიმართა, რის შემდეგაც მამაკაცმა გოგონას ხელი გაარტყა, - იუწყება Tennisnow.com-ი. თავიდან გავრცელდა ცნობა, რომ ჩოგბურთელს ცხვირი გაუტყდა, თუმცა მოგვიანებით თავად ანდრადამ ეს ინფორმაცია უარყო:

"მამაჩემი ურჩხული სულაც არაა. მას ჩემთვის არც ცხვირი გაუტეხია და არც სახე მქონია სისხლით მოსვრილი. ხელი მართლა გამარტყა, მაგრამ რა მერე? დამნაშავე თავად ვარ
- ვუყვიროდი და ცუდ რაღაცებს ვეუბნებოდი.

უპასუხისმგებლოდ მოვიქეცი, მიუხედავად იმისა, რომ მან ჩემი წარმატებისთვის დიდი მსხვერპლი გაიღო. ვაღიარებ, რომ თავიდან შემეშინდა, მაგრამ ისიც ვიცი, რომ თავად ნანობს მომხდარს და ისევ ისე ვუყვარვარ. მან ეს ცხელ გულზე გააკეთა, მაგრამ ციხეს ნამდვილად არ იმსახურებს.

ჩვენ ვარჯიშებზეც გვიჩხუბია, მაგრამ არასდროს ვუცემივარ. ახლა მას აკრძალული აქვს ჩემ გვერდით ყოფნა ტურნირებზე და მე რა ვქნა - ვისთან ერთად ვიარო სათამაშოდ? როგორღა გავხდები სიმონა ჰალეპი?" - დაიჩივლა გოგონამ.

საქმის განხილვის შემდეგ ჩოგბურთელის მამა 300 ევროთი დააჯარიმეს და გაათავისუფლეს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული