ჯოკოვიჩი და ბეკერი: ისევ ერთად

AutoSharing Option
მსოფლიოს პირველი ჩოგანი, სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი არ აპირებს უახლოეს პერიოდში თანამშრომლობის შეწყვეტას გერმანელ მწვრთნელ ბორის ბეკერთან.

ჯოკოვიჩისა და ბეკერის ერთობლივი მუშაობა 2014 წლის იანვრიდან დაიწყო. გერმანელის ხელმძღვანელობით, ნოვაკმა გასულ სეზონში მეორედ მოიგო უიმბლდონი და სეზონი წლის შემაჯამებელ ტურნირზე გამარჯვებით დაასრულა.

"ბორისი სპორტული ლეგენდა გახლავთ, - ამბობს ჯოკოვიჩი ბრიტანულ ტელეკომპანია Sky Sports-თან კომენტარში. - ის დიადი ჩემპიონი და მსოფლიო რეიტინგის ყოფილი ლიდერია. მან ბევრი რამ შეცვალა ჩემში - ძირითადად, ეს ეხება თამაშზე შეხედულებას.

ჩვენი ერთობლივი მუშაობისას ბევრი დიდი ტურნირის ტრიუმფატორი გავხდი.
არ ვაპირებ ბეკერთან თანამშრომლობის შეწყვეტას. ბოლომდე კმაყოფილი ვარ მისი მოღვაწეობით".

სერბმა ასევე ისაუბრა შანსებზე მოახლოებული 2015 წლის სეზონის წინ.

"სინამდვილეში, ძალიან რთულია შედეგების წინასწარმეტყველება. ვერ გავრისკავ ფავორიტების დასახელებას "დიდი სლემის" ტურნირებზე. არ არის გამორიცხული, არაერთხელ დავრჩეთ გაკვირვებულნი ფინალისტების შემადგენლობით.

დარწმუნებული ვარ, რომ იმ მოთამაშეთა უმრავლესობა, რომლებიც ერთხელ იყვნენ "დიდი სლემის" ტრიუმფატორები, ბოლომდე დაიხარჯებიან იმისთვის, რათა ამგვარი წარმატება გაიმეორონ. ეს ძალიან საინტერესო იქნება", - დაამატა ჯოკოვიჩმა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული