"ფედერაცია ATP-თან და WTA-თან ერთად მუშაობს ქვედა კატეგორიის ტურნირებზე საპრიზო ფონდის გასაზრდელად. ეს რთული საკითხია, რადგან ჰონორარების გაზრდა გამოიწვევს ბევრი ტურნირის გაუქმებას, განსაკუთრებით ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის ფარგლებს გარეთ.
ეს კი ნეგატიურად იმოქმედებს სპორტის ამ სახეობის განვითარებაზე. ჩვენ უნდა ვიზრუნოთ გეოგრაფიული თანაფარდობის შენარჩუნებისთვის და არ უნდა დავკარგოთ ტალანტები.
უახლოეს პერიოდში გამოვაცხადებთ საპრიზო ფონდში მნიშვნელოვან ცვლილებებზე. გვინდა იმაზე მეტი გავაკეთოთ, ვიდრე ეს უბრალოდ იმიჯის შენარჩუნებაა", - წერია ჩოგბურთის საერთაშორისო ფედერაციის ოფიციალურ
* * *
მამაკაცთა საჩოგბურთო ასოციაციამ უახლოესი ოთხი წლის განმავლობაში საპრიზო თანხების მნიშვნელოვანი ზრდა დააანონსა.
უკვე 2015 წელის სეზონში ATP-ის ტურნირების საერთო ჰონორარი 100 მილიონ დოლარს გადააჭარბებს, 2018 წლისთვის კი ეს თანხა 135 მილიონი დოლარი იქნება.
ყველაზე დიდი ზრდა მოხდება "მასტერსის" სერიის ტურნირებზე - 14 პროცენტი ოთხი წლის განმავლობაში.
გარდა ამისა, უახლოეს დროში დამტკიცდება ATP-ის კალენდარი 2016-18 წლებისთვის.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"