"ძალიან სწრაფად მივხვდი, რომ ერთია - პირველ ჯერზე რაიმეს მოგება და სულ სხვა - მომავალ წელს დაბრუნება და ტიტულის დაცვა. როგორც კი გარკვეულ დონეს მივაღწიე, სხვა დიდ სპორტსმენებს შევხედე, ისეთებს, როგორებიც არიან მაიკლ ჯორდანი, ტაიგერ ვუდსი, ვალენტინო როსი და მიხაელ შუმახერი - ადამიანებს, რომლებიც დიდხანს რჩებოდნენ გამარჯვებულები. ინტერსედები - როგორ ახერხებდნენ ამის გაკეთებას. რა თქმა უნდა, ისინი მაძლევდნენ სტიმულს იმისთვის, რომ შრომა გამეგრძელებინა.
ძალიან
შვეიცარიელმა აგრეთვე ილაპარაკა საკუთარ შვილებზე. "არ ვიცი, ითამაშებენ თუ არა ისინი ოდესმე ჩოგბურთს უმაღლეს დონეზე. მაგრამ მგონია, რომ ყოველი ადამიანისთვის მნიშვნელოვანია ისიამოვნოს იმ საქმით, რასაც აკეთებ. და სპორტი ამ მხრივ გამონაკლისი არ არის", - განაცხადა ფედერერმა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"