ნოვაკის მუქარა რაფას

AutoSharing Option
მსოფლიოს პირველ ჩოგანს ნოვაკ ჯოკოვიჩს იმედი აქვს, რომ 2015 წლის სეზონი ბევრ დადებით შედეგს მოუტანს.

როგორც იცით, საფრანგეთის ღია პირველობა "დიდი სლემის" ერთადერთი ტურნირია, რომელშიც სერბს არ გაუმარჯვია. 2012 და 2014 წლებში ჯოკოვიჩმა როლან გაროსზე ფინალი რაფაელ ნადალთან წააგო, 2013 წელს კი "გრუნტის მეფესთან" ნახევარფინალში დამარცხდა. ამ სეზონში ნადალს აქვს შანსი რეკორდი დაამყაროს - როლან გაროსზე მეათედ მოიგოს მთავარი პრიზი.

"არ მინდა ამ რეკორდზე ლაპარაკი, რადგან ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ეს არ მოხდეს, - ამბობს ჯოკოვიჩი ფრანგულ გამოცემა Sport360-თვის მიცემულ
ინტერვიუში. - მაგრამ საკუთარ თავზე ზეწოლას არ ვახდენ, როცა როლან გაროსს საკუთარ პრიორიტეტად ვასახელებ.

არ შეიძლება დაისახო მიზნად რაიმე ამოცანა ისე, რომ შემდეგ ამის გამო ინერვიულო. პირადად მე მომწონს ენერგიის უფრო პოზიტიური წყაროების გამოყენება. აღმაფრენას მაძლევს "დიდი სლემის" ტურნირებზე გამარჯვებები, რეიტინგში ლიდერობა... ეს ყველაფერი მეხმარება განვითარებასა და წინსვლაში.

რა თქმა უნდა, ყოველთვის არსებობს გარკვეული ზეწოლა "დიდი სლემის" ჩემპიონატებზე. მაგრამ მე კარიერის დასაწყისიდანვე ვცდილობდი საკუთარ თავში თავდაჯერებული ვყოფილიყავი, უმაღლესი მიზნები დამესახა და მემუშავა მათ მისაღწევად. დღეს შესანიშნავი გუნდი მყავს, რომელიც მეხმარება კარიერის პიკის მიღწევაში. იმედია, ახალი სეზონი ბევრ დადებით შედეგს მომიტანს".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული