ნიკოლოზ ბასილაშვილი დოჰას ტურნირის ძირითად ბადეში გავიდა

AutoSharing Option
ყატარის დედაქალაქ დოჰაში გრძელდება ჩოგბურთელ ვაჟთა საერთაშორისო ტურნირი (საპრიზო ფონდი 1.221.320 დოლარი), რომელშიც საკვალიფიკაციო ეტაპი წარმატებით განვლო თბილისელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა.

როგორც ვწერდით, საქართველოს ჩოგბურთელ ვაჟთა ლიდერმა სტარტზე პოტუგალიელ გასტაო ელიაშს აჯობა - 6:4, 6:1, შემდეგ ავსტრიელ ფილიპ ოსვალდს მოუგო - 6:3, 6:3. ძირითად ბადეში გასაღწევად ჩვენებურმა 5 იანვარს ილია ბოზოლიაცის (სერბეთი) მძლეველი (6:4, 3:6, 7:6) ფილიპ კრაინოვიჩი (სერბეთი) დაამარცხა - 6:3, 6:3 და 12 სარეიტინგო ქულაც შეიმატა.

ბასილაშვილი ძირითადი ბადის პირველ წრეში მიხაილ იუჟნის (რუსეთი) დაუპირისპირდება. ეს შეხვედრა დღეს გაიმართება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
ეს უკვე წარმატებაა!!!!
დათო
23:02 06-01-2015
0
ყოჩაღ!!!! იუჟნის მოუგო!!!!!!!
დათო
21:49 06-01-2015
0

სიახლეები პოპულარული