ნიკოლოზ ბასილაშვილი დოჰას ტურნირის მერვედფინალში გავიდა

AutoSharing Option
ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი ყატარის დედაქალაქ დოჰაში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირზე (საპრიზო ფონდი 1 221 320 დოლარი) მერვედფინალში გავიდა.

ბასილაშვილმა ძირითადი ბადის პირველ შეხვედრაში მიხაილ იუჟნი (რუსეთი) ორ სეტში 7:5, 6:2 დაამარცხა, რომელსაც მსოფლიო რეიტინგში 47-ე ადგილი უკავია.

აღსანიშნავია, რომ დოჰას ტურნირის ძირითად ბადეში გამარჯვებით ბასილაშვილმა 32 სარეიტინგო ქულა გამოიმუშავა.

ნიკოლოზის მომდევნო მეტოქე მე-7 ნომრად განთესილი ხორვატი ივო კარლოვიჩია.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული