ნიკოლოზ ბასილაშვილი დოჰას ტურნირის მერვედფინალში დამარცხდა

AutoSharing Option
ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი ყატარის დედაქალაქ დოჰაში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირზე (საპრიზო ფონდი 1 221 320 დოლარი) მერვედფინალში გავიდა, სადაც მე-7 ნომრად განთესილ ხორვატ ივო კარლოვიჩს შეხვდა და ორ სეტში დამარცხდა - 6:7 (3), 3:6.

შეგახსენებთ, რომ ბასილაშვილმა ძირითადი ბადის პირველ შეხვედრაში მიხაილ იუჟნი (რუსეთი) ორ სეტში 7:5, 6:2 დაამარცხა, რომელსაც მსოფლიო რეიტინგში 47-ე ადგილი უკავია.

აღსანიშნავია, რომ დოჰას ტურნირის ძირითად ბადეში გამარჯვებით ბასილაშვილმა 32 სარეიტინგო ქულა გამოიმუშავა.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ანგარიში - 6:7 3:6
ყოჩაღ, ბასილაშვილი - იმედისმომცემია!
12:24 08-01-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული