ნა ლი დედა გახდება

AutoSharing Option
ქალებს შორის ავსტრალიის ღია პირველობის მოქმედი ჩემპიონი, ჩინელი ნა ლი პირველ შვილს ელოდება. ამის შესახებ მსოფლიოს მეორე ჩოგანმა თავად გამოაცხადა.

"ამ ზაფხულს მე და დენისი პირველ ბავშვს ველოდებით. ძალიან ბედნიერი ვარ. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ, როცა ბავშვი დაიბადება, მას უკვე 15 ათასი მეგობარი ეყოლება", - დაწერა საკუთარ "ფეისბუქზე" ლიმ.

32 წლის ჩინელმა კარიერა გასული წლის შემოდგომაზე დაასრულა. მას პროფესიულ ტურში მოგებული აქვს ცხრა ტიტული, მათ შორის, "როლან გაროსი" (2011) და ავსტრალიის ღია პირველობა (2014).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული