დღის სენსაცია
ყველაზე დიდი მოულოდნელობა, რა თქმა უნდა, მსოფლიოს მეხუთე ჩოგანის, ანა ივანოვიჩის მარცხი იყო ძირითად ბადეში კვალიფიკაციიდან მოხვედრილ ლუსი ჰრადეცკასთან (142-ე ნომერი).ჩეხი ბოლო დროს, ძირითადად, წყვილებში გამოდის, ანამ კი თავისი მზადყოფნა ბრისბენის ტურნირზე დაადასტურა,
პირველ პარტიაში ჩეხმა ვერანაირი წინააღმდეგობა ვერ გაუწია ფავორიტს. ანამ 21 წუთში 6:1 მოიგო, მეორე სეტის სტარტზე კი ორი ბრეიკ-პოინტი მოიპოვა და ორივეზე უხეში შეცდომები დაუშვა. მატჩის შემდეგ, პრესკონფერენციაზე ივანოვიჩმა ამ მომენტს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი უწოდა შეხვედრაში, რადგან ამის შემდეგ ლუსიმ დამაჯერებლობა იგრძნო და უკეთ ათამაშდა.
3:3-ზე სერბმა კიდევ ერთი ბრეიკ-პოინტი ვერ გამოიყენა, რასაც ჩეხის მხრიდან გადამწყვეტი ბრეიკი მოჰყვა. მესამე სეტში კი ჰრადეცკა ძალიან დამაჯერებლად თამაშობდა და მეტოქეს გარდატეხის საშუალება არ მისცა - 1:6, 6:3, 6:2.
ივანოვიჩის მარცხის ერთ-ერთ მიზეზად საკუთარ მოწოდებაზე ცუდი თამაშიც უნდა დავასახელოთ: სერბმა 10 ორმაგი შეცდომით დაასრულა მატჩი. ცნობისთვის, ბოლოს ავსტრალიის ღიას პირველ რაუნდში მსოფლიოს მეხუთე ჩოგანმა 2003 წელს წააგო - ეს იყო ამერიკელი ჯენიფერ კაპრიატი და ახლა მისი "მიღწევა" ივანოვიჩმა გაიმეორა.
საინტერესოა, რომ ეს იყო ამ ჩოგბურთელთა მეორე მატჩი. მათი პირველი შეხვედრა ხუთი წლის წინ, უიმბლდონზე შედგა და მაშინ ივანოვიჩმა ორი მატჩბოლი მოიგერია და მესამე სეტი 8:6 მოიგო. ჰრადეცკამ კარიერაში მესამედ დაამარცხა ტოპ-ხუთეულის წევრი. მანამდე მან პეტრა კვიტოვასა და სამანტა სტოსურს სძლია.
გუშინდელი მარცხის გამო ანას სერიოზული დაქვეითება ელოდება რეიტინგში, რადგან ვერ დაიცვა ავსტრალიის ღიაზე შარშანდელი მეოთხედფინალი.
დღის იმედგაცრუება
ანა ივანოვიჩს სოლიდარობა გამოუცხადა ანჟელიკ კერბერმა. არადა, გერმანელს რუმინელ ირინა-კამელია ბეგუსთან მატჩში მოგების ყველა შანსი ჰქონდა. მართალია, პირველი სეტი კერბერმა თანაბარ ბრძოლაში წააგო, მაგრამ მეორეში გაანადგურა მეტოქე - 6:0, მიუხედავად იმისა, რომ მოწოდების სიზუსტის მხრივ მოიკოჭლებდა. და ასეთ მომგებიან პოზიციაში გერმანელმა მოახერხა გადამწყვეტი სეტის 1:6 წაგება.ყველაზე საინტერესო ის არის, რომ მესამე სეტში კერბერი პირველ მოწოდებას 92 პროცენტის სიზუსტით ასრულებდა, მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა რუმინელის დასამარცხებლად. გერმანელის მარცხის მთავარი მიზეზი გადამწყვეტ გათამაშებებში წარუმატებელი თამაში იყო, როცა ერთი დარტყმით ირკვეოდა გეიმის ბედი.
დღის მატჩი
გასულ წელს სწორედ ავსტრალიის ღიაზე ჰქონდა დებიუტი ტანასი კოკინაკისს "დიდი სლემის" ტურნირებზე და პირველივე ცდაზე გავიდა მეორე წრეში. თუმცა მაშინ მისი მეტოქე იგორ სისლინგი იყო და არა რეიტინგის მე-11 ნომერი და ბოლო როლან გაროსის ნახევარფინალისტი ერნესტ გულბისი. ბევრისთვის ამ მატჩის შედეგი ცხადი იყო, მაგრამ ავსტრალიელმა თინეიჯერმა ადგილობრივი პუბლიკის მხარდაჭერით პატარა გმირობა ჩაიდინა და ლატვიელი ტურნირის მიღმა დატოვა.ამ მატჩში იყო ყველაფერი: თავბრუდამხვევი გათამაშებები, ხელიდან გაშვებული შანსები, ქამბექები, სიხარული და იმედგაცრუება - ერთი სიტყვით, ნამდვილი დრამა და ასეთ დაძაბულობაში უფრო გამძლე 18 წლის კოკინაკისი აღმოჩნდა, რომელმაც კარიერაში პირველი ხუთსეტიანი მატჩი ითამაშა. ბევრი თინეიჯერი ვერ გაძლებს კორტზე ოთხ საათზე მეტს, მით უმეტეს, რომ მასპინძლებს მეოთხე სეტში ოთხი მატჩბოლის მოგერიება მოუწია, შემდეგ ორი ბრეიკ-პოინტი გადაარჩინა ბოლო სეტში 6:6-ზე.
დაძაბულობით ამ ბრძოლამ გადაფარა დღის ყველა სხვა მატჩი და შესაძლოა, ის ტურნირის ერთ-ერთი მშვენებაც გახდეს. კოკინაკისმა დაადასტურა, რომ მასზე ტყუილად არ გაიცემა ავანსები.
ქალებისგან განსხვავებით, კაცებში ორი განთესილი გავარდა. გულბისის გარდა, ეს იყო ესპანელი ტომი რობრედო, რომელიც პირველ სეტში იგებდა როჟე-ვასელენთან 3:2-ს, მაგრამ ტრავმის გამო ვერ გააგრძელა თამაში.
დღის გარღვევა
საერთოდ, გუშინ ავსტრალიელებს წარმატებული დღე ჰქონდათ. დიდი ხანია, ამ ქვეყნის წარმომადგენლებს მცირე ტურნირების მოგებაც უჭირთ, ამიტომაც ზოგიერთისთვის კარიერაში მთავარი გამარჯვება ის არის, რასაც პირველი მატჩის მოგება ჰქვია. ავსტრალიის ღიას პირველ დღეს ასეთი მიღწევა ჰქონდათ გამოცდილ იარმილა გაიდოშოვასა და სემ გროტს, რომლებიც დიდი ხანი მიდიოდნენ იქამდე, რომ გაეგოთ, რას ნიშნავს "დიდი სლემის" საშინაო ტურნირზე მოგება.
27 წლის გაიდოშოვას ამისთვის 10 წელი დასჭირდა. 2006 წლიდან მოყოლებული, იარმილა ყოველთვის ხვდებოდა ძირითად ბადეში, მაგრამ შემდეგ ნაბიჯს ვერ დგამდა. გროტის ისტორია უფრო მოკლეა, თუმცა ის შვიდი წელი ელოდა თავის პროგრესს. 2015 წელი სემისთვის ბრისბენში ლეიტონ ჰიუიტზე გამარჯვებით დაიწყო, ხოლო ფილიპ კრაინოვიჩთან მოგებით მან გახსნა გამარჯვებების ანგარიში მელბურნში.
გროტთან და გაიდოშოვასთან შეგვიძლია დავაყენოთ მარინკო მატოშევიჩი, რომელმაც მხოლოდ მეექვსე ცდიდან შეძლო ავსტრალიის ღიას მეორე რაუნდში გასვლა.
დღის დაბრუნება
უიმბლდონზე ნიკ კირგიოსთან წაგების შემდეგ ნახევარ წელზე მეტი გავიდა და მას შემდეგ რაფაელ ნადალმა მხოლოდ ოთხი მატჩი მოიგო, ახალ სეზონში კი ჯერ მოგება არ ჰქონდა ოფიციალურ მატჩში - ერთადერთ შეხვედრაში, დოჰაში მიხაელ ბერერთან დამარცხდა. თუმცა მომდევნო ორი კვირის განმავლობაში ნადალი ინტენსიურად ვარჯიშობდა და სულ სხვა ფორმაში წარდგა პუბლიკის წინაშე.თუმცა გუშინდელი მატჩით ჯერ რთულია ნადალის მზადყოფნაზე მსჯელობა. რუსი მიხაილ იუჟნი ძალიან ცუდ ფორმაში შეხვდა ახალ სეზონს. მან წლის სტარტზე ორ პარტიაში წააგო ქართველ ნიკოლოზ ბასილაშვილთან, გუშინ კი ვერანაირი წინააღმდეგობა ვერ გაუწია ესპანელს. ნადალმა 37 "ვინერსი" მიითვალა და მხოლოდ რვა ქულა წააგო საკუთარ გეიმებში, რუსმა კი ერთადერთი ბრეიკ-პოინტი ვერ გამოიყენა.
დღის სერია
ბოლო დროს, როჯერ ფედერერის ნებისმიერი მატჩი და მოგება რაღაც სტატისტიკურ მიღწევასთან არის დაკავშირებული.იენ-ჰსუნ ლუს დამარცხების (6:4, 6:2, 7:5) შემდეგ როჯერმა გააგრძელა "დიდი სლემის" ტურნირებზე ზედიზედ გამოსვლის სერია. 2000 წლიდან მოყოლებული, ფედერერი უკვე ზედიზედ 61-ედ მოხვდა ამ რანგის შეჯიბრების ძირითად ბადეში. "ღია ერაში" მსგავსი შედეგით ვერავინ დაიკვეხნის.
გარდა ამისა, შვეიცარიელი ინარჩუნებს რეკორდს ავსტრალიის ღიაზე ზედიზედ ნახევარფინალში გასვლით. 2003 წლიდან მოყოლებული, როჯერს უფრო ადრეულ სტადიაზე არ წაუგია.
გუშინდელ მატჩში ტაივანელ ლუს ოთხი ბრეიკ-პოინტი ჰქონდა, მაგრამ ვერც ერთი ვერ გამოიყენა. ფედერერმა ამ მოგებით საჩუქარი გაუკეთა თავის მწვრთნელ სტეფან ედბერგს, რომელსაც გუშინ 49-ე დაბადების დღე ჰქონდა. შვეიცარიელის შემდეგი მეტოქე იტალიელი სიმონე ბოლელი იქნება.
დღის ციფრი
როგორც გითხარით, ქალთა ბადეში რვა განთესილი გამოაკლდა ტურნირს. ჩამოთვლილ ჩოგბურთელებს შორის მხოლოდ 17 წლის შვეიცარიელის, ბელინდა ბენჩიჩის წაგება არ იყო მოულოდნელობა, რადგან მას მეტოქედ გამოცდილი იულია გორგესი ერგო. სამაგიეროდ, გაუცრუა იმედები გულშემატკივრებს ჩეხმა ლუსი საფაროვამ, რადგან შარშან ის გამორჩეული იყო "დიდი სლემის" ტურნირებზე ღირსეული გამოსვლით. ასევე, ჩავარდა საბინ ლისიცკი. გერმანელი აკონტროლებდა კრისტინა მლადენოვიჩთან შეხვედრას, მაგრამ რაღაც მომენტში თამაშის სადავეები გაუშვა ხელიდან და მელბურნში წყვილებში გამოსვლის იმედად დარჩა.
კაცები
I წრე
ტომაშ ბერდიხი (ჩეხ, 7)-ალეხანდრო ფალა (კოლ) 6:3, 7:6(1), 6:3; იურგენ მელცერი (ავსტრია)-ვიქტორ ესტრელა ბურგოსი (დომ) 6:1, 6:4, 6:2; ვიქტორ ტროიცკი (სერ)-ირჟი ვესელი (ჩეხ) 6:3, 3:6, 6:2, 6:3; ლეონარდო მაიერი (არგ, 26)-ჯონ მილმენი (ავსტრა) 6:3, 6:3, 6:2; ფილიპ კოლშრაიბერი (გერ, 22)-პოლ-ანრი მატიო (საფ) 6:2, 6:2, 6:1; ბერნარდ ტომიჩი (ავსტრა)-ტობიას კამკე (გერ) 7:5, 6:7(1), 6:3, 6:2; სემ გროტი (ავსტრა)-ფილიპ კრაინოვიჩი (სერ) 6:3, 7:6(4), 6:4; ტანასი კოკინაკისი (ავსტრა)-ერნესტ გულბისი (ლატ, 11) 5:7, 6:0, 1:6, 7:6(2), 8:6; კევინ ანდერსონი (ს. აფრ, 14)-დიეგო შვარცმანი (არგ) 7:6(5), 7:5, 5:7, 6:4; რიკარდას ბერანკისი (ლიტ)-იგორ სისლინგი (ჰოლ) 2:6, 6:4, 7:6(2), 6:7(6), 6:4; ჯეიმს დაკუორტი (ავსტრა)-ბლაჟ კავჩიჩი (სლოვენ) 6:2, 5:7, 7:6(7), 3:6, 6:2; რიშარ გასკე (საფ, 24)-კარლოს ბერლოკი (არგ) 6:1, 6:3, 6:1; ლუკაშ როსოლი (ჩეხ, 28)-კენი დე სხეპერი (საფ) 4:6, 6:2, 6:7(4), 6:3, 6:4; დუდი სელა (ისრ)-იან-ლენარდო შტრუფი (გერ) 6:4, 4:6, 3:6, 6:3, 7:5; ტიმ შმიჩეკი (აშშ)-ლუკ სავილი (ავსტრა) 7:6(2), 7:5, 6:4; რაფაელ ნადალი (ესპ, 3)-მიხაილ იუჟნი (რუს) 6:3, 6:2, 6:2; ენდი მარეი (ბრიტ, 6)-იუკი ბჰამბრი (ინდ) 6:3, 6:4, 7:6(3); მარინკო მატოშევიჩი (ავსტრა)-ალექსანდრ კუდრიავცევი (რუს) 6:4, 6:7(5), 4:6, 7:5, 6:3; ჟოაო სოუზა (პორ)-ჯორდან ტომპსონი (ავსტრა) 6:4, 7:6(5), 6:4; მარტინ კლიჟანი (სლოვაკ, 32)-ტაცუმა იტო (იაპ) 7:6(6), 6:2, 6:4; დავიდ გოფენი (ბელ, 20)-მაიკლ რასელი (აშშ) 6:3, 6:3, 5:7, 6:0; მარკოს ბაღდატისი (კვიპ)-თეიმურაზ გაბაშვილი (რუს) 6:2, 6:7(5), 3:6, 6:4, 6:4; ლუკაშ ლაჩკო (სლოვაკ)-მაქსიმო გონსალესი (არგ) 4:6, 6:2, 7:5, 6:7(4), 6:1; გრიგორ დიმიტროვი (ბულ, 10)-დასტინ ბრაუნი (გერ) 6:2, 6:3, 6:2; ედუარდ როჟე ვასალენი (საფ)-ტომი რობრედო (ესპ, 15) 2:3 უარი; მალეკ ჟაზირი (ტუნ)-მიხაილ კუკუშკინი (ყაზ) 6:2, 6:3, 2:6, 7:6(3); ნიკ კირგიოსი (ავსტრა)-ფედერიკო დელბონისი (არგ) 7:6(2), 3:6, 6:3, 6:7(5), 6:3; ივო კარლოვიჩი (ხორ, 23)-რუბენ ბემელმანსი (ბელ) 6:4, 6:2, 6:4; ჟერემი შარდი (საფ, 29)-ბორნა ჩორიჩი (ხორ) 3:6, 6:4, 7:5, 6:4; ანდრეას სეპი (იტა)-დენის ისტომინი (უზბ) 5:7, 6:3, 2:6, 6:1, 6:4; სიმონე ბოლელი (იტა)-ხუან მონაკო (არგ) 6:3, 3:6, 6:3, 6:1; როჯერ ფედერერი (შვეიც, 2)-იან-ჰსუნ ლუ (ტაივ) 6:4, 6:2, 7:5.
ქალები
I წრე
ლუსი ჰრადეცკა (ჩეხ)-ანა ივანოვიჩი (სერ, 5) 1:6, 6:3, 6:2; პოლონა ჰერცოგი (სლოვენ)-კიან ვანგი (ჩინ) 3:6, 6:3, 6:2; კლარა კუკალოვა (ჩეხ)-სტორმ სანდერსი (ავსტრა) 7:5, 6:4; იულია გორგესი (გერ)-ბელინდა ბენჩიჩი (შვეიც, 32) 6:2, 6:1; კაროლინა პლიშკოვა (ჩეხ, 22)-ევგენია როდინა (რუს) 7:5, 6:1; ოსეან დოდენი (საფ)-ელისონ რისკე (აშშ) 7:6(5), 3:6, 6:3; რობერტა ვინჩი (იტა)-ბოიანა იოვანოვსკი (სერ) 7:5, 6:1; ეკატერინა მაკაროვა (რუს, 10)-ან-სოფი მესტახი (ბელ) 6:2, 6:2; სარა ერანი (იტა, 14)-გრეის მინი (აშშ) 6:1, 6:0; სილვია სოლერ-ესპინოსა (ესპ)-ანიკა ბეკი (გერ) 7:5, 6:4; ლარა არუაბარენა (ესპ)-რენატა ვორაკოვა (ჩეხ) 6:1, 6:2; იანინკა ვიკმაიერი (ბელ)-ანასტასია პავლიუჩენკოვა (რუს, 23) 4:6, 6:3, 6:3; კრისტინა მლადენოვიჩი (საფ)-საბინ ლისიცკი (გერ, 28) 4:6, 6:4, 6:2; ბეტანი მატეკი (აშშ)-ინ-ინ დუანი (ჩინ) 6:4, 3:6, 6:3; იარმილა გაიდოშოვა (ავსტრა)-ალექსანდრ დულგერუ (რუმ) 6:3, 6:4; სიმონა ჰალეპი (რუმ, 3)-კარინ კნაპი (იტა) 6:3, 6:2; ეჟენი ბუშარი (კან, 7)-ანა-ლენა ფრიდსამი (გერ) 6:2, 6:4; კიკი ბერტენსი (ჰოლ)-დარია გავრილოვა (ავსტრა) 7:6(8), 5:7, 6:2; სტეფანი ფოგელი (შვეიც)-პოლინ პარმენტიე (საფ) 6:1, 3:6, 6:2; კაროლინ გარსია (საფ)-სვეტლანა კუზნეცოვა (რუს, 27) 6:4, 6:2; კარინა ვიტჰოფტი (გერ)-კარლა სუარეს-ნავარო (ესპ, 17) 6:3, 6:1; კრისტინა მაკჰეილი (აშშ)-სტეფანი ფორეტცი (საფ) 6:4, 1:6, 12:10; კატერინა სინიაკოვა (ჩეხ)-ელენა ვესნინა (რუს) 6:2, 7:5; ირინა-კამელია ბეგუ (რუმ)-ანჟელიკ კერბერი (გერ, 9) 6:4, 0:6, 6:1; იაროსლავა შვედოვა (ყაზ)-ლუსი საფაროვა (ჩეხ, 16) 6:4, 2:6, 8:6; მონიკა პუიგი (პ-რიკ)-არინა როდინოვა (ავსტრა) 6:0, 6:3; მაგდალენა რიბარიკოვა (სლოვაკ)-ანა კონიუხი (ხორ) 6:4, 6:4; შუაი პენგი (ჩინ, 21)-ტატიანა მარია (გერ) 6:4, 7:5; ზარინა დიასი (ყაზ, 31)-ურსულა რადვანსკა (პოლ) 3:6, 6:4, 6:2; ანა შმიედლოვა (სლოვაკ)-შანელ სხეპერსი (ს. აფრ) 6:4, 4:6, 6:2; ალექსანდრა პანოვა (რუს)-სორანა კირსტეა (რუმ) 7:5, 6:0; მარია შარაპოვა (რუს, 2)-პეტრა მარტიჩი (ხორ) 6:4, 6:1.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"