ავსტრალიის ღია პირველობა. II დღე: ამჯერად მშვიდი დღე

AutoSharing Option
ავსტრალიის ღიაზე ტრადიციად იქცა ბელორუსი ვიქტორია აზარენკასა და ამერიკელი სლოუნ სტივენსის შეხვედრა. ეს დაპირისპირება 2013 წელს დაიწყო და თანდათან ამ მატჩების ხარისხი იკლებდა. ორი წლის წინ ნახევარფინალში შეხვდნენ ერთმანეთს, შარშან - მეოთხე წრეში და წელს უკვე პირველში და სამივეჯერ ბელორუსმა მოიგო.

ასე ნაადრევ ეტაპზე მათი შეხვედრა იმით იყო განპირობებული, რომ ბოლო ერთი წელია, ორივე ჩოგბურთელმა მოუკლო და განთესილებს შორის ვერ მოხვდა.

დღის მატჩმა არ გაამართლა მოლოდინი. სტივენსს საერთოდ არაფერი გამოსდიოდა, აზარენკა კი, რომელსაც ასევე ჰქონდა ჩავარდნები, გადამწყვეტ მომენტებში ძალიან კარგად
გამოიყურებოდა. ბელორუსს რეალური ხიფათი არ შექმნია და ხუთი ბრეიკის წყალობით მოიგო - 6:3. 6:2.

იმ მიზეზით, რომ აზარენკა განთესილი არ არის, მეორე რაუნდში მივიღეთ სუპერმატჩი - ვიქტორია შეხვდება კაროლინ ვოზნიაცკის. მსოფლიოს ორი ყოფილი პირველი ნომრის დაპირისპირება - ასეთ ადრეულ ეტაპზე ამაზე უკეთესი რა უნდა ინატროს ჩოგბურთის გულშემატკივარმა.

დღის იმედგაცრუება
ქალთა ბადეში ამჯერადაც იყო დანაკარგი განთესილებს შორის. ტოპ-ათეულის წევრებს არ წაუგიათ, მაგრამ ბრძოლას გამოეთიშნენ მე-12, მე-13 და მე-15 ნომრები.

ფლავია პენეტას ახალგაზრდა და ძალიან პერსპექტიული მეტოქე ერგო. კამილა ჯორჯიმ, პირველი სეტის წაგების მიუხედავად, ეფექტურად მოუგო გამოცდილ თანამემამულეს, რომელსაც ასევე ჰქონდა წარმატების შანსი. სამაგიეროდ, შეირცხვინეს თავი ელენა იანკოვიჩმა და ანდრეა პეტკოვიჩმა.

გერმანელი ჩოგბურთელის მორიგი წარუმატებლობა გასაკვირი არ ყოფილა. ის ძალიან მძიმედ შევიდა ახალ სეზონში და არც ერთი მატჩი არ ჰქონდა მოგებული. ის ეთამაშებოდა ახალგაზრდა ამერიკელ ელისონ ბრენგლს, რომელმაც წინა კვირას ჰობარტის ტურნირის ფინალამდე მიაღწია. მან დიდი ბრძოლისუნარიანობა გამოავლინა და არც მაშინ დაიბნა, როცა მეორე სეტში პეტკოვიჩი მატჩზე აწვდიდა. ბრენგლი არ დანებდა და ტაი-ბრეიკამდე მიიყვანა საქმე, რითაც საბოლოოდ გატეხა მეტოქის წინააღმდეგობა.

იანკოვიჩმა წააგო ტიმეა ბაშჩინსკისთან, მაგრამ ამას სენსაციას ვერ ვუწოდებთ. ელენა მხოლოდ ახლა იბრუნებს ფორმას, შვეიცარიელი კი კარიერაში საუკეთესო ჩოგბურთს აჩვენებს. ნებისმიერ შემთხვევაში, 6:1, 6:4 - სიურპრიზია სერბის მე-15 განთესვის ნომრის გათვალისწინებით.

კვიტოვას რეაბილიტაცია
2012 წლის ნახევარფინალისა და მსოფლიოს პირველი ჩოგანის ტიტულის მიღების ხელიდან გაშვების შემდეგ ავსტრალიის ღია პეტრა კვიტოვასთვის წარუმატებლობებთან ასოცირდება. ყოველი მორიგი ჩასვლა მელბურნში ჩეხის კრახით სრულდებოდა. 2013 წელს ის მეორე რაუნდში დამარცხდა, შარშან კი ერთი შეხვედრაც ვერ მოიგო, თანაც პირველ რაუნდში დამარცხდა ტაილანდელ ლუკსიკა კუმხუმთან.

ახალ გათამაშებას პეტრა გაცილებით მობილიზებული შეხვდა და ჰოლანდიელ რიჩელ ჰოგენკამპს არანაირი შანსი არ ჰქონდა, ხელი შეეშალა ჩეხისთვის - მოეგო "დიდი სლემის" ტურნირზე 65-ე მატჩი. პირველ სეტში უიმბლდონის ჩემპიონმა გაანადგურა ჰოლანდიელი, მეორეში კი ჰოგენკამპი აქტიურ წინააღმდეგობას უწევდა ფავორიტს, მაგრამ მის ერთ ბრეიკს კვიტოვამ ორით უპასუხა და მეორე წრეში მონა ბარტელს შეხვდება.

დღის სერია
ამერიკელმა ჯონ ისნერმა გააგრძელა "დიდი სლემის" ტურნირებზე პირველ წრეში წარმატებით თამაში. მან ჯიმ ვანგი დაამარცხა "მშრალი" ანგარიშით და უკვე ზედიზედ მეშვიდედ დაიწყო ამ დონის ტურნირი სამი სეტის მოგებით.

დღის ციფრი
17 ამერიკელი ქალი ჩოგბურთელიდან ავსტრალიის ღიას მეორე რაუნდში 12 გავიდა. პირველ წრეში ასეთი წარმომადგენლობა აშშ-ს 1999 წლის შემდეგ არ ჰყოლია და მაშინაც მელბურნში 12-მა ამერიკელმა აიღო წარმატებული სტარტი.

გარდა ამისა, ქალთა ბადეში პირველი წრის შემდეგ ტურნირს 11 განთესილი გამოეთიშა: ანა ივანოვიჩი (5), ანჟელიკ კერბერი (9), ფლავია პენეტა (12), ანდრეა პეტკოვიჩი (13), ელენა იანკოვიჩი (15), ლუსი საფაროვა (16), კარლა სუარეს ნავარო (17), ანასტასია პავლიუჩენკოვა (23), სვეტლანა კუზნეცოვა (27), საბინ ლისიცკი (28) და ბელინდა ბენჩიჩი (32).

ეს ანტირეკორდის გამეორებაა, რომელიც 2002 წელს როლან გაროსზე და 2004 წელს უიმბლდონზე დაფიქსირდა.

დღის ხასიათი
გუშინ ხასიათის სიმტკიცის გამოვლენა მოუწიათ დავიდ ფერერსა და გაელ მონფილს.
ესპანელი, როგორც ჩანს, არ ელოდებოდა ტომაშ ბელუჩისგან დიდ წინააღმდეგობას, ამიტომაც პირველ სეტში ტაი-ბრეიკზე წააგო. მიუხედავად ამისა, მომდევნო სამი პარტია ფერერის უპირატესობით წარიმართა. მონფილსმა კი, საერთოდ, 0:2-დან შეძლო თანამემამულე ლუკას პუიესთან მატჩის გადარჩენა.

ასევე გაუჭირდა შარშანდელ ფინალისტს, დომინიკა ციბულკოვას. სტარტზე სლოვაკს აშკარა ნერვიულობა ეტყობოდა, მაგრამ მეორე სეტიდან შეძლო კირსტენ ფლიპკენსის წინააღმდეგ თამაშში გარდატეხის შეტანა.

დღის გამოთხოვება
ამ დღეს "მელბურნ-პარკის" ერთ-ერთ კორტზე დასრულდა ივონ მოისბურგერის კარიერა. ავსტრიელმა წააგო 29-ე ნომერთან, კეისი დელაკუასთან. 16 წლის განმავლობაში ივონმა 700-ზე მეტი მატჩი ჩაატარა, მაგრამ ერთადერთხელ მოახერხა WTA-ს ტურნირის მოგება - 2013 წელს გაიმარჯვა ბად გაშტაინში.

ავსტრალიის ღია პირველობა ერთადერთი წარმატებული მეიჯორი იყო 31 წლის მოისბურგერისთვის, რადგან სწორედ აქ მიაღწია მან მესამე წრეს. გარდა ამისა, სწორედ აქ ჰქონდა დებიუტი 2005 წელს "დიდი სლემის" ტურნირებზე.

კაცები
I წრე

ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერ, 1)-ალიაჟ ბედენე (სლოვენ) 6:3, 6:2, 6:4; ანდრეი კუზნეცოვი (რუს)-ალბერტ რამოს ვინოლასი (ესპ) 6:1, 3:6, 6:3, 7:6(3); გო სოედა (იაპ)-ელიას იმერი (შვედ) 1:6, 6:4, 4:6, 6:3, 6:3; ფერნანდო ვერდასკო (ესპ, 31)-ჯეიმს უორდი (ბრიტ) 2:6, 6:0, 7:6(6), 6:3; ჯონ ისნერი (აშშ, 19)-ჯიმი ვანგი (ტაივ) 7:6(5), 6:4, 6:4; ანდრეას ჰაიდერ-მაურერი (ავსტრია)-ლორან ლოკოლი (საფ) 6:4, 7:5, 4:6, 6:3; ჟილ მიულერი (ლუქ)-პაბლო კარენო ბუსტა (ესპ) 6:4, 7:6(5), 7:6(3); რობერტო ბაუტისტა აგუტი (ესპ, 13)-დომინიკ ტიმი (ავსტრია) 4:6, 6:2, 6:3, 7:6(5); ფელისიანო ლოპესი (ესპ, 12)-დენის კუდლა (აშშ) 3:6, 6:2, 4:6, 6:2, 10:8; ადრიან მანარინო (საფ)-ბლაჟ როლა (სლოვენ) 7:6(7), 6:3, 6:2; იერჟი იანოვიჩი (პოლ)-ჰიროკი მორიია (იაპ) 7:6(5), 2:6, 6:3, 7:5; გაელ მონფილსი (საფ, 17)-ლუკას პუი (საფ) 6:7(3), 3:6, 6:4, 6:1, 6:4; ბენჯამინ ბეკერი (გერ)-ჟულიან ბენეტო (საფ, 25) 7:5, 5:7, 6:2, 6:4; ლეიტონ ჰიუიტი (ავსტრა)-ჟე ჟანგი (ჩინ) 6:3, 1:6, 6:0, 6:4; დონალდ იანგი (აშშ)-ტიმ პუეტცი (გერ) 6:4, 4:6, 6:3, 6:2; მილოშ რაონიჩი (კან, 8)-ილია მარჩენკო (უკრ) 7:6(3), 7:6(3), 6:3; სტენ ვავრინკა (შვეიც, 4)-მარსელ ილჰანი (თურ) 6:1, 6:4, 6:2; მარიუშ კოპილი (რუმ)-პაბლო ანდუხარი (ესპ) 6:2, 6:2, 7:5; იარკო ნიემინენი (ფინ)-ანდრეი გოლუბევი (ყაზ) 6:1, 6:2, 7:6(6); მატიას ბახინგერი (გერ)-პაბლო კუევასი (ურუ, 27) 7:6(1), 6:3, 6:1; პაოლო ლორენცი (იტა)-ალექსანდრ დოლგოპოლოვი (უკრ, 21) 6:4, 6:3, 6:2; ვასეკ პოსპიშილი (კან)-სემ კუერი (აშშ) 6:3, 6:7(5), 2:6, 6:4, 6:4; გილერმო გარსია-ლოპესი (ესპ)-პეტერ გოიოვჩიკი (გერ) 6:7(1), 7:5, 6:4, 1:0 უარი; ალეხანდრო გონსალესი (კოლ)-ფაბიო ფონინი (იტა, 16) 4:6, 6:2, 6:3, 6:4; დავიდ ფერერი (ესპ, 9)-ტომაშ ბელუჩი (ბრა) 6:7(2), 6:2, 6:0, 6:3; სერგეი სტახოვსკი (უკრ)-დუშან ლაიოვიჩი (სერ) 6:3, 4:6, 6:4, 6:7(3), 6:4; მარსელ გრანოლერსი (ესპ)-სტეფან რობერი (საფ) 6:3, 6:4, 6:4; ჟილ სიმონი (საფ, 18)-რობინ ჰაასე (ჰოლ) 6:1, 6:3, 6:4; სანტიაგო ხირალდო (კოლ, 30)-იან ჰერნიხი (ჩეხ) 6:3, 6:2, 6:2; სტივ ჯონსონი (აშშ)-კაილ ედმუნდი (ბრიტ) 6:4, 6:4, 6:3; ივან დოდიგი (ხორ)-ჟოაო სოუზა (ბრა) 6:4, 7:5, 6:4; კეი ნიშიკორი (იაპ, 5)-ნიკოლას ალმაგრო (ესპ) 6:4, 7:6(1), 6:2.

ქალები
I წრე

სერენა უილიამსი (აშშ, 1)-ალისონ ვან უიტვანკი (ბელ) 6:0, 6:4; ვერა ზვონარევა (რუს)-ონს ჟაბორი (ტუნ) 6:2, 6:3; ნიკოლ გიბსი (აშშ)-ოლივია როგოვსკა (ავსტრა) 6:4, 6:1; ელინა სვიტოლინა (უკრ, 26)-იულია პუტინცევა (ყაზ) 6:3, 7:5; გარბინ მუგურუსა (ესპ, 24)-მარინა ერაკოვიჩი (ზელ) 7:5, 6:0; დანიელა ჰანტუხოვა (სლოვაკ)-საისაი ჟენგი (ჩინ) 6:4, 6:4; ანა ტატიშვილი (აშშ)-კიმიკო დატე (იაპ) 7:5, 6:4; ტიმეა ბაშჩინსკი (შვეიც)-ელენა იანკოვიჩი (სერ, 15) 6:1, 6:4; დომინიკა ციბულკოვა (სლოვაკ, 11)-კირსტენ ფლიპკენსი (ბელ) 3:6, 6:3, 6:1; ცვეტანა პირონკოვა (ბულ)-ჰიზერ უოტსონი (ბრიტ) 6:4, 6:0; დენისა ალერტოვა (ჩეხ)-რომინა ოპრანდი (შვეიც) 6:0, 6:2; ალიზ კორნე (საფ, 19)-შუაი ჟანგი (ჩინ) 6:3, 6:2; ბარბორა ზახვალოვა (ჩეხ, 25)-ტიმეა ბაბოში (უნგ) 6:4, 6:4; კაი-ჩენ ჩანგი (ტაივ)-ჟიე ჟენგი (ჩინ) 6:1, 6:2; ვიქტორია აზარენკა (ბლრ)-სლოუნ სტივენსი (აშშ) 6:3, 6:2; კაროლინ ვოზნიაცკი (დან, 8)-ტეილორ თაუნსენდი (აშშ) 7:6(1), 6:2; პეტრა კვიტოვა (ჩეხ, 4)-რიჩელ ჰოგენკამპი (ჰოლ) 6:1, 6:4; მონა ბარტელი (გერ)-დონა ვეკიჩი (ხორ) 3:6, 6:4, 6:2; მედისონ კისი (აშშ)-ლესია ცურენკო (უკრ) 6:3, 7:5; კეისი დელაკუა (ავსტრა, 29)-ივონ მოისბურგერი (ავსტრია) 6:4, 6:0; სამანტა სტოსური (ავსტრა, 20)-მონიკა ნიკულესკუ (რუმ) 6:4, 6:1; კოკო ვანდევეგე (აშშ)-ფრანჩესკა სკიავონე (იტა) 6:2, 6:2; ირინა ფალკონი (აშშ)-კაია კანეპი (ესტ) 2:6, 6:4, 7:5; მედისონ ბრენგლი (აშშ)-ანდრეა პეტკოვიჩი (გერ, 13) 5:7, 7:6(4), 6:3; კამილა ჯორჯი (იტა)-ფლავია პენეტა (იტა, 12) 4:6, 6:2, 6:3; ტერეზა შმიტკოვა (ჩეხ)-მირიანა ლუჩიჩი (ხორ) 6:1, 6:1; ლორენ დევისი (აშშ)-ალექსანდრა კრუნიჩი (სერ) 6:1, 7:5; ვინუს უილიამსი (აშშ, 18)-მარია ტორო ფლორი (ესპ) 6:2, 6:2; ვარვარა ლეპჩენკო (აშშ, 30)-ვიტალია დიატჩენკო (რუს) 6:3, 6:3; აილა ტომლიანოვიჩი (ავსტრა)-შელბი როჯერსი (აშშ) 4:6, 6:4, 6:0; იოჰანა ლარსონი (შვედ)-ალა კუდრიავცევა (რუს) 6:4, 6:3; აგნიეშკა რადვანსკა (პოლ, 6)-კურუმი ნარა (იაპ) 6:3, 6:0.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული