სერენა უილიამსმა ავსტრალიის ღია პირველობის ფინალში მარია შარაპოვა დაამარცხა

AutoSharing Option
30 იანვარს, ამერიკელმა ჩოგბურთელმა სერენა უილიამსმა (1) ავსტრალიის ღია პირველობის ფინალში რუსი მარია შარაპოვა (2) ორ სეტში - 6:3, 7:6 (7:5), საათსა და 51 წუთში დაამარცხა და ტურნირის გამარჯვებული გახდა.

ეს 33 წლის ამერიკელი ჩოგბურთელისთვის, "დიდ სლემის" სერიის შეჯიბრებებზე კარიერაში მოგებული მე-19 ტიტულია, მეექვსე - უშაუალოდ ავსტრალიის ღია პირველობაზე. ამ მაჩვენებლით უილიმსი მეორეა გერმანელი შტეფი გრაფის შემდეგ, ვინც უპრესტიჟულეს სერიაში 22 გამარჯვებით იწონებს თავს.

აღსანიშნავია, რომ უმცროსმა უილიამსმა მარიასთან ურთიერთშეხვედრებში გამარჯვებათა სერია 16 მატჩამდე გაზარდა.

ავსტრალიის ღია პირველობაზე ვაჟთა შორის
ფინალური მატჩი, რომელშიც ერთმანეთს ხორვატი ნოვაკ ჯოკოვიჩი და ბრიტანელი ენდი მარეი დაუპირისპირდებიან, კვირას, 1-ელ თებერვალს გაიმართება.
მკითხველის კომენტარები / 2 /
შენ რა გიხარია საქართველომ დაადო თუ ამერიკელი ხარ შენ სულით და გულით???
del piero-s
19:55 31-01-2015
0
ბრავოს სერენა! ამერიკამ რუსეთს დაადო! ;)
del piero 10
16:53 31-01-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული