რატომ ჰარდი რიო? რაფაელ ნადალი გაკვირვებულია

AutoSharing Option
მსოფლიოს მესამე ჩოგანმა, ესპანელმა რაფაელ ნადალმა გაკვირვება გამოთქვა იმის გამო, რომ 2016 წელს, რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიადის საჩოგბურთო ტურნირი არა გრუნტის, არამედ, ჰარდის კორტებზე ჩაივლის.

ჩოგბურთის საერთაშორისო ფედერაციამ საფარის არჩევანი იმით ახსნა, რომ ოლიმპიური ტურნირი 6-15 აგვისტოს გაიმართება - აშშ-ის ღია პირველობის დაწყებამდე ორი კვირით ადრე.

"გაკვირვებული ვარ იმის გამო, რომ ქვეყანაში, სადაც ჩოგბურთელები უმეტეს წილად გრუნტზე თამაშობდენ, ოლიმპიური თამაშები ჰარდზე გაიმართება", - განაცხადა ნადალმა რიო-დე-ჟანეიროში მოწყობილ პრესკონფერენციაზე.

ნადალი ბრაზილიაში ATP-ის ტურნირში მონაწილეობისთვის ჩავიდა. აქ მან შარშან მოპოვებული ტიტული უნდა დაიცვას.

ყოველდღიური
სპორტული გაზეთი "ლელო"

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული