ქალ ჩოგბურთელთა შორის მეგობრობა არ არსებობს

AutoSharing Option
მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგანის, ბელორუსი ვიქტორია აზარენკას აზრით, WTA-ს ტურის წარმომადგენლებს არ აქვთ სურვილი, უფრო თბილი ურთიერთობა ჰქონდეთ ერთმანეთში.

უფრო ადრე ამავე თემაზე ილაპარაკა სლოვაკმა დომინიკა ციბულკოვამ, რომელმაც აღნიშნა, რომ არც ერთ კოლეგას არ შეუძლია უწოდოს ახლო მეგობარი.

"მიმაჩნია, რომ ქალთა ჩოგბურთში სპორტსმენებს შორის ურთიერთობა ძალიან დაძაბულია. მამაკაცები შესანიშნავ მაგალითს გვაძლევენ იმისა, თუ როგორ შეიძლება, კორტზე პრინციპული მეტოქეები მეგობრები იყვნენ მოედნის მიღმა. სიმართლე გითხრათ, მე უბრალოდ, ვცდილობ, ყველაფერს გაცილებით მარტივად შევხედო", - მოჰყავს აზარენკას სიტყვები Tennis World-ს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული