მარია შარაპოვა ფედერაციის თასის ფინალში თამაშზე თანახმაა

AutoSharing Option
რუსეთის ქალთა ჩოგბურთის პირველმა ნომერმა მარია შარაპოვამ თანხმობა განაცხადა ფედერაციის თასის ფინალში თამაშზე. ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ რუსეთის ნაკრები გააღწევს გადამწყვეტ შეხვედრაში.

ფინალამდე რუსებს ელოდებათ ნახევარფინალი გერმანიის ნაკრებთან, რომელიც 18-19 აპრილს სოჭში გაიმართება. შარაპოვა გამოტოვებს ამ მატჩს, რადგან საჩემპიონო ქულები აქვს დასაცავი შტუტგარტის ტურნირზე.

ამ დროისთვის ცნობილია, რომ გერმანიის წინააღმდეგ რუსეთის ნაკრებს დაეხმარება ეკატერინა მაკაროვა.

შარაპოვა ადრე დიდად არ სწყალობდა რუსეთის ეროვნულ გუნდს, მაგრამ ახლა სჭირდება ფედერაციის თასზე გამოსვლა იმისთვის, რათა 2016 წელს რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიადაზე თამაშის უფლება მოიპოვოს. მან
წელს ერთხელ უკვე ითამაშა ამ ტურნირზე - მეოთხედფინალში პოლონეთის ნაკრების წინააღმდეგ და ორი ქულაც მოუტანა თავის გუნდს.

ფედერაციის თასის ფინალი 14-15 ნოემბერს გაიმართება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული