რაფაელ ნადალი სამპრასს დაემუქრა

AutoSharing Option
მსოფლიოს ყოფილმა პირველმა ჩოგანმა რაფაელ ნადალმა დაადასტურა თავისი სერიოზული გეგმები 2015 წლის როლან გაროსისთვის.

ამ მომენტისთვის ესპანელი ჩოგბურთელი მეორე ადგილს იყოფს ლეგენდარულ ამერიკელ პიტ სამპრასთან "დიდი სლემის" ტურნირებზე მოპოვებული გამარჯვებების რაოდენობით. ამასთან, ნადალმა თავისი ტიტულების ნახევარზე მეტი (14-დან 9) როლან გაროსზე მოიპოვა, იმ დროს, როცა ამერიკელს არასოდეს მოუგია საფრანგეთის ღია პირველობა.

"ამ მომენტისთვის "დიდი სლემის" ტურნირებზე 14 გამარჯვება მაქვს, იმდენი, რამდენიც პიტ სამპრასს, - ამბობს ნადალი Tennis World USA-სთვის მიცემულ კომენტარში. - ყველა ღონეს ვიხმარ იმისთვის, რომ მე-15 ტიტული ავიღო
და მას გავუსწრო. ვიცი რეკორდების შესახებ, მაგრამ არასოდეს ვცდილობ მათზე კონცენტრირებას. ტურნირიდან ტურნირამდე მივიწევ წინ. მხოლოდ ასეთი აზრებით შეიძლება ბევრი რეკორდის დამყარება.

როლან გაროსი - ყველაზე მნიშვნელოვანი ტურნირია ჩემთვის, რადგან სწორედ ის არის უახლოესი დიდი შეჯიბრება ჩემს კალენდარში. თუმცა არ არსებობს არანაირი ციფრების მაგია. პირველი ტიტული ისევე ჯადოსნური იყო ჩემთვის, როგორც მეორე, მესამე და მეცხრე. ყოველ ჯერზე ძალიან გახარებული ვარ, როცა როლან გაროსი მთავრდება, რადგან არასოდეს იცი, რა იქნება ერთი წლის შემდეგ".

წელს საფრანგეთის ღია პირველობა პარიზში 24 მაისს დაიწყება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული