ამ მომენტისთვის ესპანელი ჩოგბურთელი მეორე ადგილს იყოფს ლეგენდარულ ამერიკელ პიტ სამპრასთან "დიდი სლემის" ტურნირებზე მოპოვებული გამარჯვებების რაოდენობით. ამასთან, ნადალმა თავისი ტიტულების ნახევარზე მეტი (14-დან 9) როლან გაროსზე მოიპოვა, იმ დროს, როცა ამერიკელს არასოდეს მოუგია საფრანგეთის ღია პირველობა.
"ამ მომენტისთვის "დიდი სლემის" ტურნირებზე 14 გამარჯვება მაქვს, იმდენი, რამდენიც პიტ სამპრასს, - ამბობს ნადალი Tennis World USA-სთვის მიცემულ კომენტარში. - ყველა ღონეს ვიხმარ იმისთვის, რომ მე-15 ტიტული ავიღო
როლან გაროსი - ყველაზე მნიშვნელოვანი ტურნირია ჩემთვის, რადგან სწორედ ის არის უახლოესი დიდი შეჯიბრება ჩემს კალენდარში. თუმცა არ არსებობს არანაირი ციფრების მაგია. პირველი ტიტული ისევე ჯადოსნური იყო ჩემთვის, როგორც მეორე, მესამე და მეცხრე. ყოველ ჯერზე ძალიან გახარებული ვარ, როცა როლან გაროსი მთავრდება, რადგან არასოდეს იცი, რა იქნება ერთი წლის შემდეგ".
წელს საფრანგეთის ღია პირველობა პარიზში 24 მაისს დაიწყება.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"