ინდიან უელსი: შარშანდელზე უკეთესი რაფა ნადალი

AutoSharing Option
ინდიან უელსის მასტერსზე მამაკაცებმა დაასრულეს მესამე რაუნდში ურთიერთობის გარკვევა.

როჯერ ფედერერმა დამაჯერებელი რევანში აუღო ავსტრალიის ღია პირველობაზე მარცხისთვის იტალიელ ანდრეას სეპის - 6:3, 6:4. შეხვედრა 82 წუთი გაგრძელდა. ამ დროის განმავლობაში, ფედერერმა 12 ბრეიკ-პოინტი გამოიმუშავა და მართალია, მხოლოდ სამი შანსი გამოიყენა, ესეც საკმარისი აღმოჩნდა გამარჯვებისთვის. გარდა ამისა, შვეიცარიელმა ექვსი ეისი ჩააწოდა და 19 ქულა მოიგო აქტიური მოქმედებით. ახლა სეპისთან ურთიერთშეხვედრებში როჯერს 11:1 მიჰყავს ანგარიში.

მერვედფინალში შვეიცარიელი ჯეკ სოკს შეხვდება, რომელიც მეოთხედ თამაშობს ინდიან უელსში და წელს პირველად გადალახა საწყისი რაუნდის
ბარიერი. ამერიკელმა საათსა და 44 წუთში 3:6, 6:3, 6:2 მოუგო განთესილ ესპანელ რობერტო ბაუტისტა აგუტს.

* * *
ესპანელმა რაფაელ ნადალმა უკვე აჩვენა შარშანდელზე უკეთესი შედეგი. 2014 წელს მან მესამე რაუნდში წააგო ალექსანდრ დოლგოპოლოვთან, ახლა კი ამერიკელი დონალდ იანგის დამარცხებით გაიარა ეს ბარიერი - 6:4, 6:2. ნადალი მაინცდამაინც დამაჯერებელი არ ყოფილა:

მხოლოდ 8 "ვინერსი" ჰქონდა და სამჯერ დათმო საკუთარი მოწოდება. ესპანელს დაეხმარა ბრეიკ-პოინტების ბრწყინვალე რეალიზაცია - რვიდან ექვსი შანსი გამოიყენა და ახლა, მერვედფინალში ფრანგ ჟილ სიმონს შეხვდება, რომელმაც 6:2, 7:5 მოუგო 34 წლის მიხაელ ბერერს.

* * *
აგრძელებს ბრძოლას ინდიან უელსის "მასტერსზე" ჩეხი ტომაშ ბერდიხი. 72 წუთში მან ოთხჯერ აიღო ამერიკელი სტივ ჯონსონის მოწოდება და 6:4, 6:2 გაიმარჯვა. მერვედფინალში ტომაშს ჩეხური დერბი ელის ლუკაშ როსოლის წინააღმდეგ. ამ უკანასკნელს ურთულესი მატჩი ჰქონდა ჰოლანდიელი რობინ ჰაასეს წინააღმდეგ, რომელმაც წინა ეტაპზე სტენ ვავრინკა გამოთიშა ბრძოლას. ჰოლანდიელი ახლაც ახლოს იყო მოგებასთან, მაგრამ მატჩბოლი ვერ გამოიყენა და წააგო ორსაათნახევრიანი მარათონი - 4:6, 7:6(4), 6:7(3).

1/16-ფინალი
როჯერ ფედერერი (შვეიც, 2)-ანდრეას სეპი (იტა, 30) 6:3, 6:4; რაფაელ ნადალი (ესპ, 3)-დონალდ იანგი (აშშ, 31) 6:4, 6:2; ტომაშ ბერდიხი (ჩეხ, 9)-სტივ ჯონსონი (აშშ) 6:4, 6:2; ტომი რობრედო (ესპ, 17)-გრიგორ დიმიტროვი (ბულ, 11) 6:4, 1:6, 7:5; ჯეკ სოკი (აშშ)-რობერტო ბაუტისტა აგუტი (ესპ, 15) 3:6, 6:3, 6:2; მილოშ რაონიჩი (კან, 6)-ალექსანდრ დოლგოპოლოვი (უკრ, 29) 7:6(2), 6:4; ჟილ სიმონი (საფ, 13)-მიხაელ ბერერი (გერ) 6:2, 7:5; ლუკაშ როსოლი (ჩეხ, 27)-რობინ ჰაასე (ჰოლ) 6:4, 6:7(4), 7:6(3).

1/8-ფინალი
ჯოკოვიჩი (1)-ისნერი (18); კოკინაკისი-ტომიჩი (32); მარეი (4)-მანარინო; ლოპესი (12)-ნიშიკორი (5); რაონიჩი (6)-რობრედო (17); სიმონი (13)-ნადალი (3); როსოლი (27)-ბერდიხი (9); სოკი-ფედერერი (2).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული