რაფაელ ნადალი: ფავორიტი აღარ ვარ

AutoSharing Option
მსოფლიოს ყოფილმა პირველმა ჩოგანმა, ესპანელმა რაფაელ ნადალმა მონტე კარლოს "მასტერსზე" საკუთარი შანსების შესახებ ილაპარაკა და აღიარა, რომ ის არ მიიჩნევა ტურნირის ფავორიტად.

"წელს არანაირ ზეწოლას არ ვგრძნობ. უკვე აღარ ვითვლები ფავორიტად, რადგან ჩემს კონკურენტებზე ცუდად ვთამაშობ. აქ ჩამოვედი კონკრეტული მოტივაციით - ვითამაშო უკეთ, ვიდრე ამას ბოლო პერიოდში ვაკეთებდი. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია - ისევ ვიგრძნო თავი კორტზე უკეთ, მოვიპოვო დამაჯერებლობა და პროგრესს მივაღწიო.

მაიამის ტურნირამდე ყოველ კვირას ვუმატებდი, მაგრამ იქ ცუდად ვითამაშე. თუ გრუნტზე საკუთარი თამაშის პოვნას შევძლებ, ამოცანა უფრო მარტივი
გახდება. ვმუშაობ იმაზე, რომ რაც შეიძლება სწრაფად დავიწყო კარგი ჩოგბურთის ჩვენება. ამის რომ არ მჯეროდეს, აქ არ ჩამოვიდოდი. რადგან აქ ვარ, შესაბამისად, გამაჩნია მოტივაცია, ბრძოლის ჟინი და ემოცია თამაშის გასაგრძელებლად.

თამაშის წაგება ჩემთვის ნორმალური მოვლენაა და ამის გამო ერთ კვირას არ ვგლოვობ. არ მიხარია, გარკვეული ხანი დანაღვლიანებული ვარ, მაგრამ გაგებით უნდა მიიღო ყველაფერი, რაც შენს თავს ხდება. ყოველთვის მომწონდა მონტე კარლოში გამოსვლა. მოხარული ვარ, რომ გრუნტზე ვბრუნდები - ეს არის სეზონის საყვარელი ნაწილი, რადგან ჩემი საყვარელი ტურნირები იწყება", - განაცხადა ნადალმა ATP-ის ოფიციალურ ვებგვერდთან კომენტარში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული