რეიტინგები: დიდი ოთხეული აღდგენილია

AutoSharing Option
მონტე კარლოს მასტერსის ნახევარფინალში გასვლამ ესპანელ რაფაელ ნადალს საშუალება მისცა, დაბრუნებულიყო ATP-ის რეიტინგის პირველ ოთხეულში. რაფამ იაპონელ კეი ნიშიკორის გაუსწრო და მეოთხე ჩოგანი გახდა.

ასევე ერთი საფეხურით აიწია ზემოთ მონტე კარლოს "მასტერსის" ფინალისტმა ტომაშ ბერდიხმა - მან ესპანელი დავიდ ფერერი ჩამოიტოვა უკან და ახლა მეშვიდე პოზიციაზე იმყოფება.

კიდევ უფრო გაიზარდა ნოვაკ ჯოკოვიჩის უპირატესობა მეორეადგილოსან როჯერ ფედერერთან - სხვაობამ თითქმის 5500 ქულას მიაღწია.

ATP
რეიტინგი

1(1). ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერ) 13 845
2(2). როჯერ ფედერერი (შვეიც) 8 385
3(3). ენდი მარეი (ბრიტ) 6 060
4(5).
რაფაელ ნადალი (ესპ) 5 435
5(4). კეი ნიშიკორი (იაპ) 5 280
6(6). მილოშ რაონიჩი (კან) 5 070
7(8). ტომაშ ბერდიხი (ჩეხ) 4 960
8(7). დავიდ ფერერი (ესპ) 4 490
9(10). მარინ ჩილიჩი (ხორ) 3 360
10(9). სტენ ვავრინკა (შვეიც) 3 495
11(11). გრიგორ დიმიტროვი (ბულ) 3 145
12(12). ფელისიანო ლოპესი (ესპ) 2 380
13(13). ჟილ სიმონი (საფ) 2 255
14(14). ჟო-ვილფრიდ ცონგა (საფ) 2 045
15(18). გაელ მონფილსი (საფ) 2 020
16(16). რ. ბაუტისტა აგუტი (ესპ) 1 985
17(15). კევინ ანდერსონი (ს. აფრ) 1 960
18(17). ერნესტ გულბისი (ლატ) 1 910
19(19). ჯონ ისნერი (აშშ) 1 765
20(20). ტომი რობრედო (ესპ) 1 720

* * *
ამასობაში, ტომაშ ბერდიხმა მონტე კარლოს "მასტერსის" ფინალში გასვლის ხარჯზე მეორე ადგილზე გადაინაცვლა ATP-ის "ჩემპიონთა რბოლაში". მან ბრიტანელი ენდი მარეი ჩამოიტოვა უკან.

შეგახსენებთ, რომ ამ რეიტინგში მხოლოდ 2015 წელს ნაჩვენები შედეგებია გათვალისწინებული და მისი მეშვეობით ვლინდება რვა საუკეთესო ჩოგბურთელი, რომელიც წლის შემაჯამებელ ტურნირში მიიღებს მონაწილეობას.

გზა ლონდონისკენ
1(1). ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერ) 5 385
2(3). ტომაშ ბერდიხი (ჩეხ) 2 490
3(2). ენდი მარეი (ბრიტ) 2 420
4(4). დავიდ ფერერი (ესპ) 1 835
5(5). სტენ ვავრინკა (შვეიც) 1 735
6(6). როჯერ ფედერერი (შვეიც) 1 605
7(9). რაფაელ ნადალი (ესპ) 1 375
8(8). მილოშ რაონიჩი (კან) 1 360
9(7). კეი ნიშიკორი (იაპ) 1 350
10(16). გაელ მონფილსი (საფ) 940

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული