პირველ სეტში ნადალმა მეშვიდე გეიმში შეასრულა ბრეიკი და ეს საკმარისი აღმოჩნდა პარტიის მოსაგებად. მეორე სეტის სტარტზე რაფამ საკუთარი გეიმი დათმო, მაგრამ შემდეგ ზედიზედ ექვსი გეიმის აღება მოახერხა. ალმაგრომ ბოლოსკენ გაბრძოლება სცადა და ოთხი მატჩბოლი მოიგერია, მაგრამ ნადალმა მეხუთე ცდაზე გაიფორმა მერვედფინალის
ნადალის თამაშის სანახავად "ბარსელონას" საფეხბურთო კლუბის ვარსკვლავი ნეიმარი მივიდა. ესპანელმა ჩოგბურთელმა ბრაზილიელთან სელფი გადაიღო.
გუშინდელი მატჩებიდან გამოვყოფთ ფრანგი ჟო-ვილფიდ ცონგას მარცხს ესპანელ მარსელ გრანოლერსთან - 4:6, 2:6. კიდევ ერთმა ესპანელმა, ვიქტორ ესტრელია ბურგოსმა 6:4, 6:4 მოუგო აშშ-ის ღია პირველობის ჩემპიონს, მარინ ჩილიჩს. აღვნიშნავთ, რომ ბურგოსი 34 წლისაა და კარიერაში პირველად დაამარცხა რეიტინგის ტოპ-ათეულის წევრი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"