ფინალი სანახაობრივი გამოვიდა. ერთმანეთს შეხვდნენ მოწოდების ოსტატები. უცნაურია, მაგრამ ფაქტია - 2015 წელს პლიშკოვა ეისების რაოდენობით სერენა უილიამსაც კი უსწრებს. თუმცა ფინალში მან წააგო ეისებით ლუსი ჰრადეცკასთან - 8:17.
ჰრადეცკამ მოიგო პირველი სეტი - 6:4, გადაარჩინა სიტუაცია მეორე
კაროლინა პლიშკოვამ 2015 წელს პირველი ტურნირი მოიგო, კარიერაში კი მეოთხედ გაიმარჯვა და მეოთხე ადგილზე გადაინაცვლა ჩემპიონთა რბოლაში. გარდა ამისა, კარგი შანსი აქვს, რეიტინგის ათეულში შეაღწიოს. რაც შეეხება ჰრადეცკას, ის ამტკიცებს ტურის ერთ-ერთი ყველაზე უიღბლო მოთამაშის სტატუსს: მან WTA-ს დონეზე ზედიზედ მეშვიდე ფინალი წააგო.
* * *
უკრაინელი ელინა სვიტოლინა საკმაოდ რთული გრაფიკით გამოდის ტურში. მან ჯერ კოლუმბიის ბოგოტაში ითამაშა, აპრილის ბოლოს კი მარაკეშში ჩავიდა, სადაც ფორტუნა აშკარად მის მხარეს იყო. უკრაინელს არ მოუწია ტოპ-მოთამაშეებთან შეხვედრა, არადა, ასეთები მაროკოში ბევრნი იყვნენ. ყველაზე რთული მატჩი ელინას მეოთხედფინალში ჰქონდა კარინ კნაპთან - იტალიელმა ერთი სეტის მოგება მოახერხა.
ფინალში სვიტოლინა უნგრელ ტიმეა ბაბოშს ხვდებოდა. უკრაინელის მეტოქემ კარიერაში საუკეთესო ტურნირი ითამაშა: წყვილებში კრისტინა მლადენოვიჩთან ერთად ტიტული მოიპოვა, ერთეულებში კი სერიოზული ბრძოლა გაუმართა სვიტოლინას, მაგრამ ეს უკანასკნელი ბრწყინვალედ მოქმედებდა მნიშვნელოვან მომენტებში. უკრაინელმა პირველ სეტში ხუთი სეტბოლი მოიგერია და 2:5-დან გადაარჩინა პარტია. მეორეშიც უნგრელი ახლოს იყო მიზანთან, როცა 5:4-ს იგებდა, მაგრამ ორი ქულა არ ეყო სეტი მოსაგებად. ურთულესი ფინალი სვიტოლინამ 7:5, 7:6(3) მოიგო.
სხვათა შორის, ელინას ფინალებში ასპროცენტიანი მაჩვენებელი აქვს - სამი მოგება სამ ფინალში, თანაც, ყოველთვის ორ სეტში. აქამდე მას ორი ტიტული ჰქონდა აღებული ბაქოში.
მარაკეში (მაროკო)
ელინა სვიტოლინა (უკრ, 4)-ტიმეა ბაბოში (უნგ) 7:5, 7:6(3).
პრაღა (ჩეხეთი)
კაროლინა პლიშკოვა (ჩეხ, 1)-ლუსი ჰრადეცკა (ჩეხ) 4:6, 7:5, 6:3.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"