
"ნახევარი წელია ქულები არ ამიღია და წლიურ რეიტინგში ძალიან რთულია მწვერვალზე დარჩენა. დღევანდელი სარეიტინგო სისტემა ძალიან არ მომწონს", - განაცხადა ესპანელმა.
ნადალს ადრეც უთქვამს, რომ საჭიროა არსებობდეს კლასიფიკაცია, რომელშიც გათვალისწინებული იქნება არა ბოლო 12, არამედ 24 თვის შედეგები.
გარდა ამისა, რაფაელმა უპასუხა შეკითხვას - საჭიროა თუ არა "მასტერსის" სერიის ტურნირებზე ხუთსეტიანი ფინალების დაბრუნება.
"ჩემი აზრით, ეს არ ჩაჯდება საერთო ტენდენციაში. საჩოგბურთო ხელმძღვანელობას
როლან გაროსის დანაკლისები
ცნობილი გახდა ორი ჩოგბურთელის ვინაობა, რომლებიც ვერ შეძლებენ "დიდი სლემის" რიგით მეორე ტურნირზე - როლან გაროსზე თამაშს. ერთ-ერთი გახლავთ ATP-ის რეტინგის 108-ე ნომერი, მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგანი ლეიტონ ჰიუიტი. ავსტრალიელმა ეს ნაბიჯი შეგნებულად გადადგა - მას სურს, უკეთ მოემზადოს უიმბლდონისთვის და დევისის თასზე ყაზახეთთან მატჩისთვის. წლევანდელ სეზონში 34 წლის ჰიუიტმა მხოლოდ ხუთი მატჩი ჩაატარა ერთეულთა თანრიგში.* * *
კიდევ ერთხელ გადადო WTA-ს ტურში დაბრუნება ბრიტანელმა ლორა რობსონმა. გასულ წელს ჩოგბურთელმა მაჯის ოპერაცია გადაიტანა და ავსტრალიის ღია პირველობის შემდეგ არ გასულა კორტზე. ის ტურში დაბრუნებას სწორედ როლან გაროსზე გეგმავდა, მაგრამ გადაიფიქრა პარიზში ჩასვლა.
სავარაუდოდ, რობსონის დაბრუნება ბალახის ტურნირების სერიისას შედგება.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"