სერენას უარის შემდეგ რომში მთავარი ფავორიტის სტატუსი რუმინელ სიმონა ჰალეპს ეკუთვნის, რომელიც იტალიის დედაქალაქში ბრწყინვალე ფორმას აჩვენებს. პირველ მატჩში მან ამერიკელი ალისონ რისკე გაანადგურა, გუშინ კი ვინუს უილიამსი არ დაინდო - 6:2, 6:1. შეხვედრა ზუსტად ერთი საათი გაგრძელდა, რომლის დროსაც რუმინელმა ექვსი ბრეიკი
მეოთხედფინალში ჰალეპი რუმინულ დერბიში შეხვდება დულგერუს.
* * *
შეეცდება სერენა უილიამსის არყოფნის გამოყენებას მარია შარაპოვაც, რომელიც ნელ-ნელა შედის ფორმაში. რუსმა გუშინ 6:3, 6:3 დაამარცხა სერბი ბოიანა იოვანოვსკი, თუმცა ბოლომდე საკუთარი თამაშით კმაყოფილი არ დარჩენილა, სავარაუდოდ, იმის გამო, რომ სამჯერ დათმო საკუთარი გეიმი და ექვსი ორმაგი შეცდომა დაუშვა.
მარიას ყველაზე მეტად პირველი სეტის დასაწყისში გაუჭირდა, როცა 1:3 ჩამორჩა, მაგრამ ამას ზედიზედ ხუთი გეიმის აღებით უპასუხა.
ყველაზე დაძაბული ბრძოლა ესპანელ კარლა სუარეს ნავაროსა და კანადელ ეჟენი ბუშარს შორის შედგა. სუარესს ოთხი მატჩბოლის მოგერიება მოუწია იქამდე, სანამ სამ სეტში არ მოიგო - 6:7 (2), 7:5, 7:6(7).
მადრიდის ტურნირის ტრიუმფატორმა პეტრა კვიტოვამ პირველ წრეში მძიმე თამაშის შემდეგ, ამჯერად, იოლი ნაბიჯი გადადგა წინ, როცა გაანადგურა მსოფლიოს ყოფილი პირველი ნომერი ელენა იანკოვიჩი - 6:3, 6:2.
სუარეს ნავაროსა და კვიტოვას ურთიერთშეხვედრებში წინ არის ჩეხი - 5:4, თუმცა მათი ბოლო სამი დუელი ესპანელის სასარგებლოდ დასრულდა.
1/4-ფინალი
მაკჰეილი (აშშ)-გავრილოვა (რუს)
შარაპოვა (რუს, 3)-ბეგუ (რუმ)/აზარენკა (ბლრ)
სუარეს ნავარო (ესპ, 10)-კვიტოვა (ჩეხ, 4)
დულგერუ (რუმ)-ჰალეპი (რუმ)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"