ნიკოლოზ ბასილაშვილი როლან გაროსის I წრეში დამარცხდა

AutoSharing Option
საფრანგეთის დედაქალაქში მიმდინარეობს ქვეყნის ღია პირველობა ჩოგბურთში. ვაჟთა თანრიგის I წრეში ნიკოლოზ ბასილაშვილი ავსტრალიელ თინეიჯერ თანასი კოკინაკისს შეხვდა და სამსაათიან ბრძოლაში დამარცხდა - 6:3, 4:6, 6:7 (4:7), 2:6.

ქართველმა კარგად დაიწყო და ნახევარ საათში მოიგო პირველი სეტი, მაგრამ შემდეგ ინიციატივა ბერძნული წარმოშობის ავსტრალიელმა იგდო ხელთ. ყველაზე მნიშვნელოვანი მესამე სეტი იყო, რომელიც კოკინაკისმა ტაი-ბრეიკში მოიგო - 7:4. ბოლო სეტში ბრძოლა არ შედგა, ქართველმა 40 წუთში დათმო და ტურნირს დაემშვიდობა.

შეგახსენებთ, რომ 23 წლის ბასილაშვილმა როლან გაროსის ძირითად ბადეში საკვალიფიკაციოდან გააღწია. ვაჟთა
თანრიგში ძირითად ბადეში ქართველმა ბოლოს 11 წლის წინ ითამაშა (ირაკლი ლაბაძე). ბასილაშვილი ამჟამად მსოფლიოს 160-ე ჩოგანია.
მკითხველის კომენტარები / 3 /
ინფორმაციისთვს, კოკინაკისი არის ავსტრალიელებს იმედი, 19 წლისაა და რეიტნგში 83
დათო
25 მაისი 2015 20:16
0
ეს უკვე დიდი გამარჯვებების დასაწყისია!!!!
დათო
25 მაისი 2015 19:54
0
ნიკოლოზ ყველაფერი წინ გაქვს!!!!! ლამაზ ჩოგბურთს თამაშობ!!! ყოჩაღ!!! დიდი რეზერვი გაქვს და მაქსიმალურად გამოიყენე!!!
დათო
25 მაისი 2015 19:53
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული