"როლან გაროსის" ფინალში ნოვაკ ჯოკოვიჩი სტანისლას ვავრინკას შეხვდება

AutoSharing Option
საფრანგეთის ღია პირველობის ნახევარფინალში სერბმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა (1) ბრიტანელი ენდი მარეი (3) ანგარიშით 6:3, 6:3, 5:7, 5:7, 6:1 დაამარცხა.

მატჩი მეოთხე პარტიის დროს უამინდობის გამო გადაიდო და დღეს დასრულდა. მთლიანობაში, ჩოგბურთელებმა მოედანზე 4 საათი და 9 წუთი დაჰყვეს.

კარიერაში "დიდი სლემის" მეცხრე ტიტულისა და "როლან გაროსზე" პირველი გამარჯვების მოსაპოვებლად ნოვაკ ჯოკოვიჩი შვეიცარიელ სტანისლას ვავრინკას (8) დაუპირისპირდება. შეხვედრა 7 ივნისს გაიმართება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული