3 - სერენა უილიამსმა მესამედ მოიგო როლან გაროსი. ეს რეკორდია მოქმედ ჩოგბურთელებს შორის. ასე რომ, მან გაუსწრო მარია შარაპოვას, რომელსაც ორი მოგება დარჩა.
3 - სერენამ 2003 წლის შემდეგ პირველად მოიგო "დიდი სლემის" ტურნირი ზედიზედ სამჯერ. მაშინ მან მიჯრით ოთხი ჩემპიონატი მოიგო. უილიამსმა გამარჯვების სერია 2002 წელს როლან გაროსზე
5 - პირველად კარიერაში, სერენა უილიამსმა "დიდი სლემის" ტურნირზე წააგო ხუთი სეტი.
9 - ცხრა დღე არ ეყო სერენა უილიამსს იმისთვის, რომ გამხდარიყო "დიდი სლემის" ტურნირის ყველაზე ასაკოვანი გამარჯვებული. ჯერჯერობით ეს რეკორდი მარტინა ნავრატილოვას ეკუთვნის, რომელმაც უიმბლდონი 33 წლისა და 254 დღის ასაკში მოიგო.
14 - პირველად 14 წლის განმავლობაში, ქალთა ჩოგბურთში არსებობს პრეტენდენტი კალენდარულ "დიდ სლემზე". 2001 წელს ჯენიფერ კაპრიატიმ მოიგო ავსტრალიის ღია პირველობა და როლან გაროსი, მაგრამ წააგო უიმბლდონის ნახევარფინალი.
15 - სერენა უილიამსი ზედიზედ 15 მატჩია არ აგებს სამსეტიან შეხვედრებს. სერია მონრეალის შარშანდელი ტურნირიდან იწყება. მაშინ უილიამსმა თავის დასთან, ვინუს უილიამსთან წააგო ნახევარფინალში.
20 - მარია შარაპოვას ყველაზე მეტი ორმაგი შეცდომა ჰქონდა ტურნირზე.
33 - სერენა უილიამსმა უკვე 33 მატჩი მოიგო "დიდი სლემის" ტურნირებზე პირველი სეტის წაგების შემდეგ. საინტერესოა, რომ მოქმედ ჩოგბურთელებს შორის მეორე ადგილზეა ფრანჩესკა სკიავონე - 24 მატჩი.
34 - საფაროვა - ჩეხეთის პირველი წარმომადგენელია ბოლო 34 წლის განმავლობაში, რომელმაც როლან გაროსის ფინალამდე მიაღწია. 1981 წელს ტიტული მოიგო ჰანა მანდლიკოვამ.
40 - ლუსი საფაროვამ მეორმოცედ მიიღო მონაწილეობა "დიდი სლემის" ტურნირზე. ჩეხმა ვერ შეძლო ფინალის მოგება, მაგრამ შეინარჩუნა ერთგვარი რეკორდის შანსი. მარიონ ბარტოლიმ მოიგო უიმბლდონი, როცა 47-ედ იღებდა მონაწილეობას "დიდი სლემის" ტურნირზე.
50 - სერენა უილიამსმა ვიქტორია აზარენკასთან მატჩში 50-ე გამარჯვება მოიპოვა როლან გაროსზე. ახლა ამერიკელს უნიკალური მიღწევა აქვს - მინიმუმ 50 მოგება "დიდი სლემის" თითოეულ ტურნირზე. მამაკაცებს შორის ასეთი შედეგით მხოლოდ როჯერ ფედერერი დაიკვეხნის.
ლიდერები როლან გაროსზე გამარჯვებების მიხედვით:
1. შტეფი გრაფი - 84
2. კრის ევერტი - 72
3. არანტა სანჩესი - 72
4. კონჩიტა მარტინესი - 62
5-6. მონიკა სელეში - 54
5-6. სერენა უილიამსი - 54
7. მარია შარაპოვა - 53
8. მარტინა ნავრატილოვა - 51
60 - ზუსტად 60 ეისი შეასრულა როლან გაროსზე სერენა უილიამსმა.
228 - უჩვეულოდ ბევრი უნებლიე შეცდომა ჰქონდა ტურნირზე სერენა უილიამსს. ყველაზე მეტჯერ ამერიკელი მეორე წრეში, გერმანელ ანა-ლენა ფრიდსემთან შეცდა - 52-ჯერ.
WTA. რეიტინგი
1(1). სერენა უილიამსი (აშშ) 11 291
2(4). პეტრა კვიტოვა (ჩეხ) 6 870
3(3). სიმონა ჰალეპი (რუმ) 6 130
4(2). მარია შარაპოვა (რუს) 5 950
5(5). კაროლინ ვოზნიაცკი (დან) 5 000
6(7). ანა ივანოვიჩი (სერ) 4 305
7(13). ლუსი საფაროვა (ჩეხ) 4 055
8(9). ეკატერინა მაკაროვა (რუს) 3 620
9(8). კ. სუარეს ნავარო (ესპ) 3 345
10(11). ანჟელიკ კერბერი (გერ) 3 120
11(6). ეჟენი ბუშარი (კან) 3 118
12(12). კაროლინა პლიშკოვა (ჩეხ) 3 010
13(14). აგნიეშკა რადვანსკა (პოლ) 2 765
14(10). ანდრეა პეტკოვიჩი (გერ) 2 660
15(24). ტიმეა ბაშჩინსკი (შვეიც) 2 628
16(15). ვინუს უილიამსი (აშშ) 2 586
17(21). ელინა სვიტოლინა (უკრ) 2 405
18(16). მედისონ კისი (აშშ) 2 395
19(19). საბინ ლისიცკი (გერ) 2 165
20(17). სარა ერანი (იტა) 2 140
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"