ოქსანა კალაშნიკოვა და სოფიო შაფათავა წყვილებში წარმატებით გამოდიან

AutoSharing Option
თბილისელი ჩოგბურთელი ოქსანა კალაშნიკოვა (წყვილებში რეიტინგით 86-ე) ჰოლანდიაში იმყოფება და ჰერტობენბოსხის საერთაშორისო ტურნირში (საპრიზო ფონდი 250.000 დოლარი) ჩაება, ოღონდ წყვილებში რუს ევგენია როდინასთან (180-ე) ერთად.

სტარტზე ქართულ-რუსული დუეტის მეტოქე იყო მიხაელა კრაიჩეკისა (ჰოლანდია, 31-ე) და კოკო ვანდევეგეს (აშშ, 148-ე) საკმაოდ ძლიერი ტანდემი.

ოქსანამ და ევგენიამ იოლად აჯობეს მოწინააღმდეგეებს - 6:2, 6:2 და მომდევნო ეტაპზე გავიდნენ, სადაც ისინი სანდრა კლემენშიცისა (ავსტრია, 141-ე) და ტატიანა მარიას (გერმანია, მე-80) მძლეველ (6:3, 6:0) ელენა იანკოვიჩსა (სერბეთი, 84-ე) და ანასტასია პავლიუჩენკოვასთან (რუსეთი, 30-ე) გაარკვევენ ურთიერთობას.

* * *
წყვილებში იყოჩაღა სოფიო შაფათავამაც, რომელიც მინსკის 25.000-იან ტურნირში მონაწილეობს. პირველ წრეში უკრაინელ ანასტასია ვასილიევასთან შეამხანაგებულმა და მეორე ნომრად განთესილმა ჩვენებურმა ელიზავეტა იანჩუკი და ალიონა სოტნიკოვა (ორივე - უკრაინა) დაამარცხა - 6:2, 7:6.

სოფიო და ანასტასია მეოთხედფინალში ვალენტინა ივახნენკოს და პოლინა მონოვას (ორივე - რუსეთი) დაუპირისპირდებიან.

ერთეულთა თანრიგის სტარტზე ასპარეზობის მე-4 ნომერი შაფათავა გზიდან სვიატლანა პირაჟენკას (ბელორუსი) ჩამოშორებას შეეცდება.

* * *
გერმანულ ესენს (საპრიზო ფონდი 25.000 დოლარი) დაემშვიდობნენ ეკატერინე გორგოძე და სოფიო ქვაცაბაია.

გორგოძე ერთეულთა თანრიგის პირველ წრეში კატერინა ვანკოვასთან (ჩეხეთი) დამარცხდა - 3:6, 2:6, ხოლო წყვილებში სოფიო ქვაცაბაიასთან ერთად კატერინა კრამპეროვას (ჩეხეთი) და ბერნარდა პერას (აშშ) დანებდა - 3:6, 5:7.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული