მარკ ფილიპუსისი ივლისში ბრუნდება

AutoSharing Option
უიმბლდონისა და აშშ-ის ღია პირველობის ყოფილი ფინალისტი, ავსტრალიელი მარკ ფილიპუსისი კორტზე ბრუნდება.

ჩოგბურთელს ბოლო 9 წლის განმავლობაში არ მიუღია მონაწილეობა ATP-ის ეგიდით გამართულ ტურნირებზე. ახლა, მარკმა კარიერის განახლება გადაწყვიტა, - იტყობინება ნიუპორტში ATP-ის ტურნირის ოფიციალური ვებგვერდი, სადაც ავსტრალიელი უაილდ-ქარდს მიიღებს კვალიფიკაციაში გამოსასვლელად. სწორედ ნიუპორტში მოიგო ATP-ის ბოლო ტურნირი ფილიპუსისმა 2006 წელს.

ავსტრალიელს მუხლის ტრავმა აწუხებდა, რის გამოც 2006 წლიდან მოყოლებული თითქმის არ თამაშობდა. 2010 წლისთვის მას სრულფასოვანი დაბრუნების მცდელობა ჰქონდა, მაგრამ ის წარუმატებლად დასრულდა.

1994-2006 წლებში ფილიპუსისმა ATP-ის 11 ტურნირი
მოიგო და ორჯერ ითამაშა "დიდი სლემის" ტურნირების ფინალში - 2003 წელს უიმბლდონზე და 1998 წელს - აშშ-ის ღიაზე. მსოფლიო კლასიფიკაციაში მისი საუკეთესო შედეგი - მერვე ადგილი იყო.

ნიუპორტის ტურნირი 550 ათასი დოლარის საპრიზო ფონდით 11-19 ივლისს გაიმართება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული