ნიკოლოზ ბასილაშვილი: არანაირი თავის მართლება, ამ ანგარიშს ვიმსახურებდი [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ნიკოლოზ ბასილაშვილმა უიმბლდონის ტურნირის 1/16-ფინალში, ესპანელ რობერტო ბაუტისტა-აგუტთან სამ სეტში დამარცხების შემდეგ გულშემატკივრებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ანგარიში კანონზომიერი იყო.

4 ივლისს, გამართულ მატჩში 23 წლის ქართველმა ჩოგბურთელმა მეტოქეს წინააღმდეგობა მხოლოდ პირველ სეტში გაუწია - 6:7, 0:6, 1:6.

"მეგობრებო, დიდი მადლობა ყველას თანადგომისათვის. არანაირი თავის მართლება, როგორი ანგარიშიც იყო, ასეთს ვიმსახურებდი. მეტი შრომით უკეთესი იქნება", - დაწერა ბასილაშვილმა სოციალურ ქსელში თავის გვერდზე.

ასევე იხილეთ:
ნიკოლოზ ბასილაშვილი უმბლდონის ტურნირის 1/16-ფინალში დამარცხდა [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 6 /
ნიკა ყოჩაღ!!! პირველი სეტი ფაქტიურდ შენი იყო , მაგრამ...... ძალიან დიდი შედეგი აჩვენე უიმბლდონზე!!!! არ დაზოგო თავი, დიდი გამარჯვებები გელოდება!!!! P.S. მე ვფიქრობ, რომ ნიკა უბრალოდ გადაიღლა, ექვსი თამაში ჩაატარა დ ხუთში გაიმარჯვა, განსხვავებით ძირითად ბადეში მოთამაშეებსაგან, ბაუტისტასთვს ეს მესამე შეხვედრა იყო!!!!
დათო
04 ივლისი 2015 22:54
0
უნაღდესი ბიჭი ხარ! ყველაფერი წინაა,- დიდი და სასახელო წარმატებები!
Karlo
04 ივლისი 2015 21:40
0
ნიკა ჯიგარი ხარ. ამ განცხადებაშიც გეტყობა, რომ პროფესიონალი ჩოგბურთელი და კარგი ადამიანი ხარ. ყველაზე დიდი წარმატებები მომავალში გექნება. მთავარია შრომა და თავდადება არ შეწყვიტო. წარმატებები ნიკა!
georgiano
04 ივლისი 2015 20:13
0
პირველ სეტში ინააჭმდეგობა გაუწიაო მთლად სწორი შეფასება არ არის. გაუწია კიარა მოგებაც შეეYლო. აი დანარჩენში კიდევ ვერაფერი დაუპირისპირა და ეგ ნერვების ამბავი მგონია. ბექჰენდს უნდა მიხედოს ეგ ზველაყე კარგად თავად იცის.
giorgi
04 ივლისი 2015 17:58
0
არა უშავს ნიკოლოზ გამოსვლა მაინც საკმაოდ წარმატებული იყო დარწმუნებული ვარ მომავალში კიდევ უფრო დოდი წარმატებებით გაახარებ საქართველოს
ემზარი
04 ივლისი 2015 17:49
0
მეტი შრომით უკეთესი იქნება - ნეტა ქართველი სპორცმენბის 10% მაინც ესე ფიქრობდეს....
თბილისი
04 ივლისი 2015 16:59
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული