7 მატჩი უდანაკარგოდ - მეტრეველი სტამბოლში ზედიზედ მეორე ტურნირის მოგებას აპირებს

AutoSharing Option
წინა კვირას სტამბოლში, ჩოგბურთელ ვაჟთა საერთაშორისო ტურნირზე (საპრიზო ფონდი 10.000 დოლარი) თბილისელმა ალექსანდრე მეტრეველმა წარმატებით ითამაშა - ზედიზედ ხუთ მეტოქეს სძლია და მთავარი პრიზი მოიპოვა.

ჩვენებური სტამბოლშივე დარჩა, ახალ 10.000-იან ტურნირში ჩაება და ისევ შეუფერხებლად მიიწევს წინ - ორი მეტოქე ჩამოიშორა გზიდან: სტარტზე ავსტრალიელ დანიელ ჰობერტს აჯობა - 7:6, 6:0, 8 ივლისს კი იტალიელი მატეო ტინელი დაამარცხა - 6:3, 6:3.

მეოთხედფინალში მეტრეველი მეორე ნომრად განთესილ ძმიტრი ჟირმონტს (ბელორუსი) დაუპირისპირდება. ამ უკანასკნელმა მეორე წრეში ყირგიზ დანიარ დულდაევს მოუგო - 6:3, 6:3.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული