უიმბლდონი: მარტინა ჰინგისის დუბლი

AutoSharing Option
ნოვაკ ჯოკოვიჩისა და სერენა უილიამსის გარდა, წლევანდელი უიმბლდონის გმირი აღმოჩნდა შვეიცარიელი მარტინა ჰინგისი, რომელმაც დუბლი შეასრულა - ტიტულები აიღო ქალთა წყვილებსა და მიქსტში.

წყვილთა ფინალში მან და ინდოელმა სანია მირზამ რუსებს - ელენა ვესნინასა და ეკატერინას მაკაროვას მოუგეს იმის მიუხედავად, რომ მესამე სეტში 2:5 იყვნენ ჩამორჩენილი - 5:7, 7:6, 7:5.

34 წლის ჰინგისისთვის ეს პირველი მოგებაა წყვილებში 2002 წლის შემდეგ, როცა ავსტრალიაში ანა კურნიკოვასთან ერთად გაიმარჯვა. სულ კი წყვილთა თანრიგში 10 ტიტული დაუგროვდა, თან პირველი ზუსტად 19 წლის წინ, სწორედ
უიმბლდონზე მოიპოვა.

წელს, ჰინგისს უკვე მოგებული ჰქონდა ერთი "სლემი" - ავსტრალიაზე მიქსტში გაიმარჯვა კიდევ ერთ ინდოელ ლეანდერ პაესთან ერთად. ამ დუეტმა გუშინ უიმბლდონზეც იმარჯვა, როცა უნგრელი ტიმეა ბაბოშისა და ავსტრიელი ალექსანდრ პეიას შერეული წყვილი დაამარცხა - 6:1, 6:1. მატჩი მხოლოდ 40 წუთი გაგრძელდა.

დაბოლოს, მამაკაცთა წყვილებში გაიმარჯვეს ჰოლანდიელმა ჟან-ჟულიენ როჟემ და რუმინელმა ჰორია ტეცეუმ. მათ საათი და 52 წუთი ბრძოლის შემდეგ მოუგეს ბრიტანო-ავსტრალიურ დუეტს ჯეიმი მარეისა და ჯონ პირსის შემადგენლობით - 7:6, 6:4, 6:4.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული