საქართველოს ნაკრები დევისის თასს ალბანეთთან დაპირისპირებით იწყებს

AutoSharing Option
ფოტოზე: გიორგი ცივაძე, გიორგი ჯავახიშვილი, ვლადიმერ გაბრიჩიძე და ნიკოლოზ ბასილაშვილი

დევისის თასის გათამაშების მესამე ევროპული ჯგუფის 13 ქვეყნის ჩოგბურთელ ვაჟთა გუნდები შეიკრიბნენ სან მარინოში, სადაც 19 ივლისამდე გაირკვევა იმ ორი ნაკრების ვინაობა, რომლებიც გაისად მე-2 ჯგუფში იასპარეზებენ.

14 ივლისს გაიმართა შეჯიბრებაში მონაწილეთა წილისყრა, რომელმაც D ჯგუფში საქართველოს ჩოგბურთელებს (ნიკოლოზ ბასილაშვილი, ალექსანდრე მეტრეველი, გიორგი ცივაძე, გიორგი ჯავახიშვილი, კაპიტანი ვლადიმერ გაბრიჩიძე) ალბანეთის, მალტისა და ისლანდიის წარმომადგენლები დაუპირისპირა.

ალბანეთი: ფლავიო დესე, რეი რელუში, გენაიდ შიფეია, ალბერ სულტაროვა, კაპიტანი ფატოს ნალბანი.
მალტა: ბერნარდ ტორეგიანი,
მატეუ ასკიაკი, ბრადლეი კალუსი, მატეუ ტორეგიანი, კაპიტანი სტეფჰენ კარუანა.
ისლანდია: მაგნუს გუნარსონი, ვლადიმირ რისტიჩი, რაფ კუმარ ბონიფაციუსი, ბირკირ გუნარსონი, კაპიტანი ბირკირ გუნარსონი.

დღეს, 15 ივლისს, D ჯგუფის პირველ ტურში ქართველები ალბანელებს შეხვდებიან, ხოლო მალტელები ისლანდიელებთან გაარკვევენ ურთიერთობას.

დანარჩენ ჯგუფებში ასეთი მდგომარეობაა:

A ჯგუფი. კვიპროსი, საბერძნეთი, სან მარინო.
B ჯგუფი. ესტონეთი, ჩერნოგორია, ლიხტენშტეინი.
C ჯგუფი. მაკედონია, ნორვეგია, სომხეთი.

15 ივლისს ითამაშებენ: კვიპროსი-სან მარინო (A), ესტონეთი-ლიხტენშტეინი (B), მაკედონია-სომხეთი (C).

ჯგუფებიდან თითო გამარჯვებული ნახევარფინალში ითამაშებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ალექსანდრე მეტრეველი: 7 წელიწადია, მესამე ჯგუფში ვართ და ახლა დიდი შანსია, ნავსი გავტეხოთ
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული