დევისის თასის გათამაშების მესამე ევროპული ჯგუფის 13 ქვეყნის ჩოგბურთელ ვაჟთა გუნდები შეიკრიბნენ სან მარინოში, სადაც 19 ივლისამდე გაირკვევა იმ ორი ნაკრების ვინაობა, რომლებიც გაისად მე-2 ჯგუფში იასპარეზებენ.
14 ივლისს გაიმართა შეჯიბრებაში მონაწილეთა წილისყრა, რომელმაც D ჯგუფში საქართველოს ჩოგბურთელებს (ნიკოლოზ ბასილაშვილი, ალექსანდრე მეტრეველი, გიორგი ცივაძე, გიორგი ჯავახიშვილი, კაპიტანი ვლადიმერ გაბრიჩიძე) ალბანეთის, მალტისა და ისლანდიის წარმომადგენლები დაუპირისპირა.
ალბანეთი: ფლავიო დესე, რეი რელუში, გენაიდ შიფეია, ალბერ სულტაროვა, კაპიტანი ფატოს ნალბანი.
მალტა: ბერნარდ ტორეგიანი,
ისლანდია: მაგნუს გუნარსონი, ვლადიმირ რისტიჩი, რაფ კუმარ ბონიფაციუსი, ბირკირ გუნარსონი, კაპიტანი ბირკირ გუნარსონი.
დღეს, 15 ივლისს, D ჯგუფის პირველ ტურში ქართველები ალბანელებს შეხვდებიან, ხოლო მალტელები ისლანდიელებთან გაარკვევენ ურთიერთობას.
დანარჩენ ჯგუფებში ასეთი მდგომარეობაა:
A ჯგუფი. კვიპროსი, საბერძნეთი, სან მარინო.
B ჯგუფი. ესტონეთი, ჩერნოგორია, ლიხტენშტეინი.
C ჯგუფი. მაკედონია, ნორვეგია, სომხეთი.
15 ივლისს ითამაშებენ: კვიპროსი-სან მარინო (A), ესტონეთი-ლიხტენშტეინი (B), მაკედონია-სომხეთი (C).
ჯგუფებიდან თითო გამარჯვებული ნახევარფინალში ითამაშებს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ალექსანდრე მეტრეველი: 7 წელიწადია, მესამე ჯგუფში ვართ და ახლა დიდი შანსია, ნავსი გავტეხოთ