დევისის თასი: საქართველოს ვაჟ ჩოგბურთელთა ნაკრებმა ალბანეთი გაანადგურა

AutoSharing Option
სან მარინოში 13 ქვეყნის ჩოგბურთელ ვაჟთა ნაკრები გუნდები შეიკრიბნენ დევისის თასის გათამაშების მესამე ევროპული ზონიდან.

მოასპარეზეთა შორისაა საქართველოს ნაკრები (ნიკოლოზ ბასილაშვილი, ალექსანდრე მეტრეველი, გიორგი ცივაძე, გიორგი ჯავახიშვილი, კაპიტანი ვლადიმერ გაბრიჩიძე). ჩვენები D ჯგუფში იბრძვიან ალბანეთის, მალტისა და ისლანდიის წინააღმდეგ.

15 ივლისს ქართველმა ჩოგბურთელებმა ალბანეთის ნაკრები გაანადგურეს - სამივე ორთაბრძოლა მშრალი ანგარიშით მოუგეს: ალექსანდრე მეტრეველი-ალბერ სულსტაროვა 6:0, 6:0, ნიკოლოზ ბასილაშვილი-რეი პელუში 6:0, 6:0, გიორგი ჯავახიშვილი, გიორგი ცივაძე-რეი პელუში, გენაიდ შიპეა 6:0, 6:0.

გუშინვე მალტამ ისლანდიას 3:0 აჯობა: მატეუ ასკიაკი-ბირკირ გუნარსონი 6:3,
6:2; მატეუ ტორეკიანი-რაფნ კუმარ ბონიფაციუსი 5:7, 7:6, 6:1; მატეუ ასდკიაკი, ბრედლი გალუში-ბირკირ გუნარსონი, ვლადიმირ რისტიჩი 6:3, 6:3.

D ჯგუფში დღეს ითამაშებენ: საქართველო-ისლანდია, ალბანეთი-მალტა.

17 ივლისი
საქართველო-მალტა, ალბანეთი-ისლანდია.

A ჯგუფი. კვიპროსი-სან მარინო 3:0,
B ჯგუფი. ესტონეთი-ლიხტენშტეინი 3:0,
C ჯგუფი. მაკედონია-სომხეთი 3:0.

კალენდარი
16 ივლისი
საბერძნეთი-სან მარინო (A), ჩერნოგორია-ლიხტენშტეინი (B), ნორვეგია-სომხეთი (C),

17 ივლისი
კვიპროსი-საბერძნეთი (A), ესტონეთი-ჩერნოგორია (B), მაკედონია-ნორვეგია (C).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული