ბერნანდ ტომიჩი მაიამის სასტუმროში დააპატიმრეს

AutoSharing Option
ავსტრალიელი ჩოგბურთელი ბერნარდ ტომიჩი მაიამიში ერთ-ერთ სასტუმროში დააპატიმრეს. მიზეზი ხმამაღალი მუსიკა გახდა.

სასტუმროს თანამშრომლებმა სტუმრებისგან საჩივარი მიიღეს იმ ნომრიდან ხმამაღალი მუსიკის გამო, რომელშიც ჩოგბურთელი გაჩერდა. თავდაპირველად, ტომიჩმა ყურადღება არ მიაქცია მეზობლებისა და ადმინისტრაციის თხოვნას, შემდეგ კი ემუქრებოდა დაცვის სამსახურის წარმომადგენლებს თხოვნაზე - დაეტოვებინა ნომერი. საბოლოოდ, ადგილზე პოლიცია გამოცხადდა და 22 წლის სპორტსმენი დააპატიმრა.

მოგვიანებით, ავსტრალიელი 2 ათასი დოლარის გადახდის შემდეგ თავდებით გაანთავისუფლეს.

ცოტა ხნით ადრე, ტომიჩი კიდევ ერთ სკანდალში გაეხვა, როცა დევისის თასის გუნდიდან გააძევეს ავსტრალიის ჩოგბურთის ფედერაციასთან კონფლიქტის გამო.

ბერნარდ ტომიჩი, რომელსაც კარიერაში ორი ტიტული აქვს მოგებული, 25-ე ადგილზეა ATP-ის რეიტინგში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული