ალექსანდრე მეტრეველმა სტამბოლის ტურნირზე გზიდან პირველი მეტოქე ჩამოიშორა

AutoSharing Option
4 აგვისტოს, თბილისელმა ალექსანდრე მეტრეველმა სტამბოლში ჩოგბურთელ ვაჟთა საერთაშორისო ტურნირზე (საპრიზო ფონდი 10.000 დოლარი) პირველი მეტოქე ჩამოიშორა გზიდან - მასპინძელ ალპ სენტაის აჯობა - 6:2, 6:4 და მეორე წრეში იტალიელ ნიკოლო აპოსტოლიკოსა და თურქ მუჰამედ ჰეილაზს შორის გამარჯვებულს შეხვდება.

ჩეხურ პლზენში (საპრიზო ფონდი 25.000 დოლარი) ერთეულთა შეჯიბრებას გამოეთიშა ეკატერინე გორგოძე - სტარტზე იგი კვალიფიკაციიდან აღზევებულ ნატალია ვაიდოვასთან დამარცხდა - 6:3, 5:7, 1:6.

დღეს სოფიო ქვაცაბაია მეორე ნომრად განთესილ ბარბორა კლეიჩიუკოვას დაუპირისპირდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული