ქართველი ჩოგბურთელები: მინსკი, ბურსა და რეიტინგები

AutoSharing Option
მიმდინარე კვირას ქართველ ჩოგბურთელთაგან უცხოურ კორტებზე ალექსანდრე მეტრეველი, გიორგი ჯავახიშვილი და თამარ ჭალაგანიძე ცდიან ძალებს. ქართველ ჩოგბურთელ ვაჟთა ლიდერი ნიკოლოზ ბასილაშვილი კი წუხელ ოკეანის გაღმა გაემგზავრა. ჯერ ცინცინატიში ითამაშებს, შემდეგ ამერიკის ღია პირველობაზე, პეტერბურგისა და კუალა ლუმპურის ტურნირებზე.

* * *
გასულ უქმეებზე სტამბოლის 10.000-იანი ტურნირის მოგების შემდეგ ალექსანდრე მეტრეველმა ბელორუსში გადაინაცვლა და მინსკის საერთაშორისო ტურნირის (საპრიზო ფონდი 15.000 დოლარი) ძირითად ბადეში ითამაშებს მეშვიდე ნომრად.

სტარტზე რუს ალექსანდრ ბუბლიკს დაუპირისპირდება.

წყვილებში მეტრეველი უზბეკ სანჯარ ფაიზიევთან ერთად ალექსანდრ ბუბლიკისა და ჯურაბესკ კარიმოვის
(უზბეკეთი) დუეტს გაუწევს მეტოქეობას.

* * *
მინსკში თამაშობს გიორგი ჯავახიშვილიც. იგი ერთეულთა თანრიგის სტარტზევე გამოეთიშა შეჯიბრებას საკვალიფიკაციო ეტაპზე. სამაგიეროდ, გუშინ წყვილებში იყოჩაღა: რუს მიხაილ ფუფიგინთან შეამხანაგებულმა ვიქტორ ბალუდას და ივან კალინინს აჯობა - 6:3, 6:4.

ქართულ-რუსული დუეტი მეოთხედფინალში შეჯიბრებაზე "უაილდ ქარდით" დაშვებულ მასპინძლებს - ივან ლუტასევიჩსა და დანიილ ზარიჩანსკის შეხვდება.

ბელორუსთა ტანდემმა სტარტზე მესამე ნომრად განთესილი დანიილ მედვედევი (რუსეთი) და ჟიჟენ ჟანი (ჩინეთი) ჩამოიშორა გზიდან - 6:4, 3:6, 12:10.

* * *
ბურსას (თურქეთი) 10.000-იან ტურნირზე დაუპირისპირდება მეტოქეებს თამარ ჭალაგანიძე. ერთეულთა თანრიგის სტარტზე ლინდა პრენკოვიჩთან (გერმანია) გაარკვევს ურთიერთობას, ხოლო წყვილებში რუს ვასილისა აპონარენკოსთან ერთად ლიზა-მარი მაეტჩკესა (გერმანია) და მუგე ტოპსელს (თურქეთი) შეხვდება...

* * *
ქალთა და ვაჟთა საჩოგბურთო ასოციაციებმა, ერთი კვირის წინანდელი შედეგების გათვალისწინებით, განახლებული რეიტინგები გამოაქვეყნეს. გთავაზობთ ჩვენებურთა მაჩვენებლებს:

ქალები
ერთეულები. 250 (251). სოფიო შაფათავა (178), 376 (375). ეკატერინე გორგოძე (89), 388 (383). სოფიო ქვაცაბაია (84), 520 (513). ოქსანა კალაშნიკოვა (47), 569 (593). მარიამ ბოლქვაძე (39), 953 (957). თინათინ ყავლაშვილი (10), 1044 (1073). თამარ ჭალაგანიძე (8), 1131 (1124). მარგალიტა ჩახნაშვილი-რანცინგერი (5), 1192 (1091). თამარ კუტუბიძე (4).
წყვილები. 80. (77). კალაშნიკოვა (1026), 174 (175). გორგოძე (373), 187 (185). შაფათავა (336), 347 (348). ქვაცაბაია (141), 718 (719). ბოლქვაძე (35), 1026 (1031). ყავლაშვილი (12), 1143 (1157). ჭალაგანიძე (8), 1238 (1218). კუტუბიძე (3).

ვაჟები
ერთეულები. 99 (94). ნიკოლოზ ბასილაშვილი (534), 454 (449). ალექსანდრე მეტრეველი (84), 788 (790). გიორგი ცივაძე (25), 1149 (1150). გიორგი ჯავახიშვილი (7), 1259 (1192). ალექსანდრე ბაკში (5), 1648. ირაკლი მეტრეველი (2).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული