რაფაელ ნადალი მალიორკაში ჩოგბურთის აკადემიას ხსნის

AutoSharing Option
2016 წლის მაისში, მალიორკაზე უნდა გაიხსნას ესპანელი რაფალ ნადალის საჩოგბურთო აკადემია. გუშინ გამოქვეყნდა ინფორმაცია სასწავლო პროგრამისა და სწავლის საფასურის შესახებ.

აკადემიაში ხელმისაწვდომი იქნება ერთკვირიანი, ერთთვიანი და ერთწლიანი კურსები. თითოეულ პროგრამაში შედის კორტზე ვარჯიშები, ვიდეოანალიზი, ფიზიკური მომზადება, ფიზიოთერაპია და სამედიცინო კონტროლი, ფსიქოლოგების კონსულტაცია, აკადემიის ტერიტორიაზე ცხოვრება, კვება, დასვენების ორგანიზაცია...

ერთკვირიანი სწავლის საფასური დაახლოებით ორი ათასი ევრო იქნება, ერთთვიანის - 6500 ევრო, ხოლო მთელი სასწავლო წელი სრულფასოვანი საგანმანათლებლო პროგრამით - 56 ათასი ევრო ეღირება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული