როგორც მრეცხავი ვარდო - ხოსე კონეხერო ბანკებს ჩოგბურთის სიყვარულით ძარცვავდა

AutoSharing Option
ესპანელი არქიტექტორი ხოსე კონეხერო პოლიციამ დააპატიმრა ოთხი ბანკის გაძარცვის გამო. საერთო ჯამში, კონეხერომ 330 ათასი ევრო გაიტაცა.

პოლიცია დამნაშავეზე ხუთი წელი ნადირობდა. ამ დროის განმავლობაში, ტყუპი დების - ალბა და ლაიას მამამ ოთხი ძარცვა მოაწყო, - წერს გამოცემა El Mundo. ყოველ ჯერზე, ის ბანკში იარაღით შედიოდა და მისი გამოყენების მუქარით სძალავდა ფულს მოლარეებს.

საბოლოოდ, არქიტექტორი საკუთარმა მოტოციკლმა - Ducati Monster-მა "გაყიდა", რომელიც ვიდეოსათვალთვალო კამერის ობიექტივში მოხვ
და იმ დროს, როცა კონეხერო მორიგი დანაშაულის ადგილს ტოვებდა. ესპანეთში მხოლოდ 368 ასეთი მოტოციკლია დაფიქსირებული და ამის წყალობით, პოლიციელებმა ოპერატიულად დაადგინეს მძარცველის ვინაობა.

როგორც ჟურნალისტები იტყობინებიან, კონეხეროს ოცნება ჰქონდა - საკუთარი ქალიშვილები პროფესიონალი ჩოგბურთელები გამხდარიყვნენ. ტარაგონელი არქიტექტორი ნაძარცვ ფულს საკუთარ ნაკვეთში კორტის მშენებლობას, გოგონების საჩოგბურთო აკადემიაში სწავლასა და მათი ITF-ის ტურნირებში მონაწილეობას ახმარდა.

ალბა კონეხერომ ITF-ის დონეზე სამი ტურნირის მოგება შეძლო, მის დას კი ერთეულთა თანრიგში არც ერთი მატჩი არ მოუგია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული