ამერიკის ღია პირველობა: ამერიკამ განრიგი შეცვალა

AutoSharing Option
"დიდი სლემის" მეოთხე ტურნირის - ამერიკის ღია პირველობის ორგანიზატორებმა რამდენიმე მნიშვნელოვანი ცვლილება შეიტანეს თამაშების განრიგში.

ორწლიანი პაუზის შემდეგ, მამაკაცებისა და ქალების ტურნირები არა 15, არამედ 14 დღე გაგრძელდება, ხოლო კაცებს შორის პირველი წრე სამ დღედ აღარ გაიწელება და ორ დღეში დასრულდება.

9 სექტემბერს (ოთხშაბათი), საბოლოოდ გაირკვევა ნახევარფინალური ეტაპის შემადგენლობები მამაკაცებისა და ქალების ერთეულთა თანრიგში. ქალების ნახევარფინალები ხუთშაბათს გაიმართება, კაცების - პარასკევს. ფინალები, შესაბამისად, შაბათს და კვირას ჩატარდება.

ადრე, მამაკაცების ნახევარფინალები და ფინალები, განრიგის მიხედვით, შაბათს და კვირას იმართებოდა.

"ეს ძალიან
მნიშვნელოვანია მოთამაშეებისთვის - მეტი დასვენების საშუალება ჰქონდეთ ორი მნიშვნელოვან მატჩს შორის. გვინდა, რომ ჩოგბურთელები ჯანმრთელები, დასვენებულები და ძალებით აღსავსე იყვნენ იმისთვის, რომ საუკეთესო ჩოგბურთი აჩვენონ. ასეთი გადაწყვეტილება სამართლიანია მათთვის და საბოლოო შედეგისთვის. რაც მთავარია, მაყურებელი მოგებული დარჩება", - განაცხადა აშშ-ის ღიას დირექტორმა დევიდ ბრიუერმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული