ნიკ კირგიოსი დაინდეს

AutoSharing Option
პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციამ დაასრულა მონრეალის "მასტერსზე" ავსტრალიელ ნიკ კირგიოსსა და შვეიცარიელ სტენ ვავრინკას შორის მომხდარი ინციდენტის გარჩევა.

კირგიოსმა მატჩის მსვლელობისას მეტოქეს განუცხადა, რომ მის შეყვარებულს ინტიმური ურთიერთობა ჰქონდა კიდევ ერთ ავსტრალიელ ჩოგბურთელთან ტანასი კოკინაკისთან.

ATP-იმ 20 წლის ავსტრალიელი დამნაშავედ სცნო და მას ორი პირობითი სასჯელი გამოუტანა: ფულადი ჯარიმა 25 ათასი დოლარის ოდენობით და 28-დღიანი დისკვალიფიკაცია ATP-ის ეგიდით გამართულ ტურნირებზე. ორივე სანქცია ძალაში შევა, თუ 2016 წლის 24 თებერვლამდე კირგიოსი:

1. დაჯარიმდება ATP-ის რომელიმე ტურნირზე სიტყვიერი ან ფიზიკური შეურაცხყოფისთვის;

2. დაჯარიმდება
მინიმუმ 5 ათასი დოლარით ნებისმიერი სხვა დარღვევისთვის.

შეგახსენებთ, რომ ადრე ჩოგბურთელი ორჯერ დაჯარიმდა ვავრინკასთან მატჩში: 10 ათასი დოლარით აღნიშნული ინციდენტისთვის და 2500 დოლარით - ბოლბოის წინააღმდეგ კომენტარისთვის.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული