ერთ-ერთი, ვინც თამაშის ბოლომდე მიყვანა ვერ შეძლო, ავსტრალიელი ტანასი კოკინაკისი იყო, რომელიც 2:1-ს უგებდა სეტებში რიშარ გასკეს, მაგრამ მეოთხე სეტში კრუნჩხვები დაეწყო. ფრანგმა მატჩი მეხუთე სეტში გადაიყვანა. იმ მომენტში, ავსტრალიელი გეიმებს შორის შესვენებებისას, დაჯდომასაც ვერ ახერხებდა. მთავარმა მსაჯმა, გამოცდილმა მოჰამედ ლაიანიმ მოუწოდა ახალგაზრდა ავსტრალიელს - ჯანმრთელობას გაფრთხილებოდა. მიუხედავად ამისა, კოკინაკისმა დაიწყო მეხუთე სეტი, მაგრამ, როგორც კი საკუთარი
* * *
დღისა და მთლიანად პირველი წრის ცენტრალური მატჩი ენდი მარეისა და ნიკ კირგიოსს შორის გაიმართა. საინტერესოა, რომ ეს ჩოგბურთელები წელს უკვე მესამედ ხვდებოდნენ ერთმანეთს "დიდი სლემის" ტურნირებზე. ავსტრალიელს არც ერთი სეტი არ ჰქონდა აღებული ბრიტანელის წინააღმდეგ.
ვინც კარგი ჩოგბურთისა და შოუს სანახავად მივიდა ცენტრალურ კორტზე, კმაყოფილი დატოვებდა ტრიბუნებს. ავსტრალიელი თავის სტიქიაში იყო - მსაჯებთან ჩხუბობდა, თავხედობდა, გეიმებს შორის ეძინა... ზოგიერთ შემთხვევაში, როცა შეიძლებოდა გათამაშების მარტივად მოგება, კირგიოსი ლამაზად თამაშს ცდილობდა და ამან ცუდი სამსახური გაუწია.
საერთო ჯამში უნდა ითქვას, რომ კირგიოსს წილისყრის მხრივ არ გაუმართლა. ის ცუდად არ იყო მომზადებული, წარმატებული მომენტებიც ჰქონდა. ამის წყალობით, მან მესამე სეტის მოგება შეძლო, მაგრამ, უმეტესწილად, მარეი გაცილებით სტაბილურად თამაშოდა, ხოლო წაგებული მესამე სეტის შემდეგ, დროზე მოვიდა გონს და მეოთხეში გაანადგურა ავსტრალიელი - 7:5, 6:3, 4:6, 6:1. სავარაუდოდ, ისინი ორი კვირის შემდეგ ისევ შეხვდებიან ერთმანეთს - დევისის თასის ნახევარფინალში, რომელიც გლაზგოში გაიმართება.
* * *
ბრწყინვალე ფორმა აჩვენა პირველ შეხვედრაში როჯერ ფედერერმა. არგენტინელ ლეონარდო მაიერთან მატჩში, შვეიცარიელმა 77 წუთში მოამთავრა საქმე. მის ანგარიშზე 29 "ვინერსი", 13 უნებლიე შეცდომა და ექვსი ბრეიკი იყო - 6:1, 6:1, 6:2.
არგენტინელის ასეთი უნიათო თამაში ოდნავ გასაკვირი იყო, რადგან შარშან, შანხაის "მასტერსზე" სერიოზული ბრძოლა გაუმართა შვეიცარიელ ლეგენდას და ხუთი მატჩბოლის გამოყენება ვერ შეძლო.
კმაყოფილი დარჩა საკუთარი თამაშით მეორე შვეიცარიელი სტენ ვავრინკა, თუმცა სერიოზული წინააღმდეგობა შეხვდა ესპანელი ალბერტ რამოს-ვინოლასისგან. როლან გაროსის მოქმედ ჩემპიონს ორი საათი და 14 წუთი დასჭირდა სამი სეტის მოსაგებად - 7:5, 6:4, 7:6(6). ვავრინკას ანგარიშზე 53 "ვინერსი" და 12-დან ხუთი გამოყენებული ბრეიკ-პოინტი მოდის.
ტურნირი დატოვა მე-11 ნომრად განთესილმა ჟილ სიმონმა. თან ფრანგმა პირველი ორი სეტი მოიგო და მესამეში 3:0-ს უგებდა დონალდ იანგს, მაგრამ ამერიკელმა შთამბეჭდავი "ქამბექი" შეასრულა. იანგმა კარიერაში პირველად მოიგო 0:2-დან შეხვედრა. საინტერესოა, რომ მანამდე ამერიკელს სიმონთან 11-დან 11 სეტი ჰქონდა წაგებული.
კაცები
I წრე
სტენ ვავრინკა (შვეიც, 5)-ალბერტ რამოს-ვინოლასი (ესპ) 7:5, 6:4, 7:6(6); ჰიეონ ჩუნგი (კორ)-ჯეიმს დაკუორტი (ავსტრა) 6:3, 6:1, 6:2; რუბენ ბემელმანსი (ბელ)-ჟილ მიულერი (ლუქ) 6:4, 1:6, 6:4, 6:4; ჯეკ სოკი (აშშ, 28)-ვიქტორ ესტრელა ბურგოსი (დომ) 6:2, 6:3, 6:2; ვიქტორ ტროიცკი (სერ, 22)-ფრენსის ტიფო (აშშ) 7:5, 6:4, 6:3; რაჯივ რამი (აშშ)-რაიან ჰარისონი (აშშ) 7:6(3), 6:4, 6:1; ალიაჟ ბედენე (ბრიტ)-ერნესტ გულბისი (ლატ) 3:6, 6:4, 3:0 უარი; დონალდ იანგი (აშშ)-ჟილ სიმონი (საფ, 11) 2:6, 4:6, 6:4, 6:4, 6:4;
კევინ ანდერსონი (ს. აფრ, 15)-ანდრეი რუბლიოვი (რუს) 7:6(1), 6:7(5), 7:5, 6:3; ოსტინ კრაიჩეკი (აშშ)-სანტიაგო ხირალდო (კოლ) 3:6, 7:6(6), 7:6(6), 7:6(1); დენის ისტომინი (უზბ)-ბენჯამინ ბეკერი (გერ) 6:7(9), 6:4, 6:4, 6:1; დომინიკ ტიმი (ავსტრია, 20)-დანიელ ხიმენო ტრავერი (ესპ) 7:5, 6:3, 7:5; ტომაშ ბელუჩი (ბრა, 30)-ჯეიმს უორდი (ბრიტ) 6:1, 7:5, 6:3; იოშიჰიტო ნიშიოკა (იაპ)-პოლ-ანრი მატიო (საფ) 6:4, 2:6, 6:7(7), 6:1, 6:2; ადრიან მანარინო (საფ)-კონსტანტინ კრავჩუკი (რუს) 7:6(6), 6:4, 6:1;
ენდი მარეი (ბრიტ, 3)-ნიკ კირგიოსი (ავსტრა) 7:5, 6:3, 4:6, 6:1; ტომაშ ბერდიხი (ჩეხ, 6)-ბიორნ ფრატანჯელო (აშშ) 6:3, 6:2, 6:4; იურგენ მელცერი (ავსტრია)-დენის კუდლა (აშშ) 6:3, 7:5, 6:1; ნიკოლა მაუ (საფ)-სემ კუერი (აშშ) 7:5, 7:6(6), 7:5; გილერმო გარსია ლოპესი (ესპ, 31)-იანკო ტიპსარევიჩი (სერ) 7:6(4), 4:6, 4:6, 6:3, 6:1; ბერნარდ ტომიჩი (ავსტრა, 24)-დამირ ძუმჰური (ბოს) 5:7, 7:6(4), 6:4, 6:3; ლეიტონ ჰიუიტი (ავსტრა)-ალექსანდრ ნედოვესოვი (ყაზ) 6:0, 7:6(2), 1:0 უარი; რობინ ჰაასე (ჰოლ)-დასტინ ბრაუნი (გერ) 4:6, 4:6, 6:3, 7:5, 6:4; რიშარ გასკე (საფ, 12)-ტანასი კოკინაკისი (ავსტრა) 4:6, 6:1, 4:6, 6:3, 2:0 უარი;
ჯონ ისნერი (აშშ, 13)-მალიკ ჟაზირი (ტუნ) 6:2, 6:3, 6:4; მიხაილ იუჟნი (რუს)-ჯონ-პატრიკ სმიტი (ავსტრა) 6:1, 3:6, 7:5, 7:6(4); ირჟი ვესელი (ჩეხ)-პაოლო ლორენცი (იტა) 6:4, 6:4, 6:4; ივო კარლოვიჩი (ხორ, 21)-ფედერიკო დელბონისი (არგ) 6:3, 7:5, 7:5; ფილიპ კოლშრაიბერი (გერ, 29)-ალექსანდრ ზვერევი (გერ) 6:7(0), 6:2, 6:0, 2:6, 6:4; ლუკას როსოლი (ჩეხ)-ჯარედ დონალდსონი (აშშ) 7:6(7), 6:0, 7:6(4); სტივ დარცისი (ბელ)-მარკოს ბაღდატისი (კვიპ) 6:7(2), 6:3, 6:2, 3:1 უარი; როჯერ ფედერერი (შვეიც, 2)-ლეონარდო მაიერი (არგ) 6:1, 6:2, 6:2.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"