აშშ-ის ღია პირველობა. II დღე: TOP10-დან ექვსი დარჩა

AutoSharing Option
შარშან, ამერიკის ღია პირველობის მეოთხედფინალამდე TOP8-ის მხოლოდ ერთმა წარმომადგენელმა მიაღწია - სერენა უილიამსმა. 2015 წელს, როგორც ჩანს, ისტორია მეორდება. მარია შარაპოვას, რომელიც ნიუ იორკში არ ჩავიდა, აგრეთვე პირველ დღეს დამარცხებულებს - ანა ივანოვიჩისა და კაროლინა პლიშკოვას ლუსი საფაროვა დაემატა.

მეექვსე ნომრად განთესილმა ჩეხმა, რომელმაც წელს პირველად ითამაშა "დიდი სლემის" ტურნირის (როლან გაროსი) ფინალში, უკრაინელ ლესია ცურენკოსთან წააგო. საინტერესოა, რომ ეს ჩოგბურთელები რამდენიმე დღის წინ, ნიუ ჰევენის ტურნირის ნახევარფინალში შეხვდნენ ერთმანეთს.

მაშინ უფრო ძლიერი ჩეხი იყო, მაგრამ ახლა, უკრაინელმა რევანში აიღო.
მან ისარგებლა მეტოქის 33 უნებლიე შეცდომით და ძალიან იოლი გამარჯვება მოიპოვა - 6:4, 6:1. სხვათა შორის, ცურენკომ კარიერაში მეხუთე მატჩი მოიგო TOP10-ის წარმომადგენლებთან (ყველა ამ სეზონში), თუმცა პირველად გადალახა "დიდი სლემის" ტურნირის პირველი წრე. უკრაინელზე ისიც უნდა ვთქვათ, უიმბლდონის შემდეგ 15 მატჩი მოიგო, კარიერაში პირველი ტიტული მოიგო (სტამბოლში) და მეოთხედფინალამდე მიაღწია ტორონტოს უმაღლესი კატეგორიის ტურნირზე.

გუშინ, სხვა განთესილებიც გამოეთიშნენ ბრძოლას. ჩეხმა ბარბორა სტრიკოვამ როლან გაროსის ნახევარფინალისტს ტიმეა ბაშჩინსკის (მე-14 ნომერი) მოუგო - 7:5, 6:0, ბელარუსმა ოლგა გოვორცოვამ 28-ე ნომერი ირინა-კამელია ბეგუ გამოთიშა ბრძოლას - 6:1, 0:6, 7:6(3), ხოლო იაპონელმა კურუმი ნარამ 27-ე ჩოგანი, ფრანგი ალიზ კორნე დაამარცხა - 2:6, 6:4, 6:4.
* * *
გადავიდეთ იმ ფავორიტებზე, რომლებმაც მოიგეს თავიანთი შეხვედრები. რუმინელმა სიმონა ჰალეპმა მხოლოდ 47 წუთი დახარჯა მეორე წრეში გასასვლელად. ის 6:2, 3:0-ს უგებდა მარინა ერაკოვიჩს, როცა ზელანდიელმა ტრავმა მოიმიზეზა და თამაში მიატოვა. მეორე წრეში მსოფლიოს მეორე ჩოგანი უკრაინელ კატერინა ბონდარენკოს შეხვდება. შეგახსენებთ, რომ ჰალეპმა ჩააგდო "დიდი სლემის" ბოლო ორი ტურნირი - მეორე წრეში წააგო როლან გაროსი და პირველ წრეში - უიმბლდონი.

დანიელმა კაროლინ ვოზნიაცკიმ საჩოგბურთო გაკვეთილი ჩაუტარა მსოფლიოს 413-ე ნომერს, 20 წლის ამერიკელ ჯეიმი ლოებს. მასპინძელმა მხოლოდ სტარტზე გაიბრძოლა, როცა პირველმა შეასრულა ბრეიკი, მაგრამ შემდეგ ვერანაირი პრობლემა ვერ შეუქმნა მსოფლიოს მეხუთე ჩოგანს. საინტერესოა, რომ მეორე სეტში, ვოზნიაცკიმ მხოლოდ სამი უნებლიე შეცდომა დაუშვა.

წარმატებით დაიწყო გამოსვლა ვიქტორია აზარენკამ. მან დამაჯერებლად დაამარცხა ლუსი ჰრადეცკა - 6:1, 6:2. ამ მატჩში ყველაზე საინტერესო იყო მეორე სეტში ბელარუსის საუბარი მსაჯთან. ერთ-ერთი გადაწყვეტილებით უკმაყოფილო ვიქტორიამ არბიტრს ჰკითხა: "ოდესმე გითამაშიათ ჩოგბურთი? თუ გითამაშიათ, როგორც ჩანს, ძალიან ცუდად აკეთებდით ამას".

ესპანელმა გარბინ მუგურუსამ 6:2, 6:4 მოუგო კარინა ვიტჰოფტს და ეს იყო მისი პირველი გამარჯვება უიმბლდონის ფინალის შემდეგ.

ქალები
I წრე

პეტრა კვიტოვა (ჩეხ, 5)-ლაურა ზიგმუნდი (გერ) 6:1, 6:1; ნიკოლ გიბსი (აშშ)-ლურდეს დომინგეს ლინო (ესპ) 6:3, 3:6, 6:4; დანკა კოვინიჩი (ჩერ)-ალექსანდრ კრუნიჩი (სერ) 4:6, 7:5, 6:1; ანა შმიედლოვა (სლოვაკ, 32)-ჯულია გორგესი (გერ) 6:3, 6:4; ანდრეა პეტკოვიჩი (გერ, 18)-კაროლინ გარსია (საფ) 3:6, 6:4, 7:5; ელენა ვესნინა (რუს)-ლაურა რობსონი (ბრიტ) 3:6, 6:3, 7:5; იოჰანა კონტა (ბრიტ)-ლუიზა ჩირიკო (აშშ) 6:3, 6:0; გარბინ მუგურუსა (ესპ, 9)-კარინა ვიტჰოფტი (გერ) 6:2, 6:4; სარა ერანი (იტა, 16)-მაიო ჰიბი (იაპ) 6:0, 6:1; ელენა ოსტაპენკო (ლატ)-ანდრეას ბეკი (გერ) 6:4, 1:6, 6:4; ევგენია როდინა (რუს)-ტერეზა მრდეჟა (ხორ) 6:2, 6:2; სამანტა სტოსური (ავსტრა, 22)-ტიმეა ბაბოში (უნგ) 6:3, 6:4;

ფლავია პენეტა (იტა, 26)-იარმილა გაიდოშოვა (ავსტრა) 6:1, 3:6, 6:1; მონიკა ნიკულესკუ (რუმ)-ალექსანდრა პანოვა (რუს) 7:6(3), 5:7, 6:3; პეტრა ჩეტკოვსკა (ჩეხ)-კრისტინა მაკჰეილი (აშშ) 4:6, 6:4, 6:3; კაროლინ ვოზნიაცკი (დან, 4)-ჯეიმი ლოები (აშშ) 6:2, 6:0; ლესია ცურენკო (უკრ)-ლუსი საფაროვა (ჩეხ, 6) 6:4, 6:1; ვარვარა ლეპჩენკო (აშშ)-კირსტენ ფლიპკენსი (ბელ) 6:1, 6:1; მონა ბარტელი (გერ)-ცვეტანა პირონკოვა (ბულ) 5:7, 7:6(4), 6:1; ოლგა გოვორცოვა (ბლრ)-ირინა-კამელია ბეგუ (რუმ, 28) 6:1, 0:6, 7:6(3);

ვიქტორია აზარენკა (ბლრ, 20)-ლუსი ჰრადეცკა (ჩეხ) 6:1, 6:2; იანინა ვიკმაიერი (ბელ)-ფრანჩესკა სკიავონე (იტა) 6:3, 6:1; კარინ კნაპი (იტა)-აილა ტომლიანოვიჩი (ავსტრა) 6:7(1), 6:2, 6:4; ანჟელიკ კერბერი (გერ, 11)-ალექსანდრა დულგერუ (რუმ) 6:3, 6:1; ბარბორა სტრიკოვა (ჩეხ)-ტიმეა ბაშჩინსკი (შვეიც, 14) 7:5, 6:0; კიან ვანგი (ჩინ)-მერია საკარი (საბ) 7:5, 6:2; კამილა ჯორჯი (იტა)-იოჰანა ლარსონი (შვედ) 6:3, 6:3;

საბინ ლისიცკი (გერ, 24)-ალექსანდრა სასნოვიჩი (ბლრ) 6:1, 6:4; კურუმი ნარა (იაპ)-ალიზ კორნე (საფ, 27) 2:6, 6:4, 6:4; შელბი როჯერსი (აშშ)-საჩია ვიკერი (აშშ) 6:2, 6:2; კატერინა ბონდარენკო (უკრ)-იულია პუტინცევა (ყაზ) 6:0, 6:3; სიმონა ჰალეპი (რუმ, 2)-მარინა ერაკოვიჩი (ზელ) 6:2, 3:0 უარი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული