ელენა იანკოვიჩის 600 მოგება

AutoSharing Option
ჩინეთის ქალაქ გუანგჯოუში მიმდინარე ქალთა ტურნირის მეორე წრეში, სერბმა ელენა იანკოვიჩმა 7:5, 4:6, 6:4 დაამარცხა იტალიელი ფრანჩესკა სკიავონე.

ეს მატჩი იმით არის აღსანიშნავი, რომ 30 წლის იანკოვიჩმა, რომელიც 25-ე ადგილს იკავებს მსოფლიოს კლასიფიკაციაში, კარიერაში მე-600 გამარჯვებას მიაღწია. ამით იანკოვიჩი მესამე მოქმედი ჩოგბურთელი და ისტორიაში მე-16 მოთამაშე გახდა, ვინც ამ ზღვარს მიაღწია.

დღეს მოქმედ ჩოგბურთელებს შორის, 600-ზე მეტი მატჩი მოგებული აქვთ მხოლოდ სერენა და ვინუს უილიამსმებს- შესაბამისად, 737 და 698 შეხვედრა. ყველა დროის რეკორდსმენი კი ლეგენდარული ამერიკელი მარტინა ნავრატილოვაა - 1442
მოგება კარიერაში.

ცნობისთვის, ეს სტატისტიკა ითვალისწინებს ყველა მატჩს WTA-ის ტურნირების ძირითად ბადესა და კვალიფიკაციაში, აგრეთვე მატჩებს ITF-ის ტურნირებზე და ფედერაციის თასზე.

გუშინ, იანკოვიჩმა გუანგჯოუს ტურნირის მეოთხედფინალში გააღწია, როცა რუსი სვეტლანა კუზნეცოვას ბარიერი დაძლია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული