შარაპოვამ პირველი სეტი ტაი-ბრეიკზე მოიგო - 7:6(1), მაგრამ მეორეში ასევე ტაი-ბრეიკზე წააგო - 6:7(4). მესამე სეტში, მარიამ 1:0 წაიყვანა ანგარიში, რის შემდეგაც კორტზე ექიმს უხმო. შარაპოვამ შეძლო თამაშის გაგრძელება, მაგრამ მესამე გეიმის შემდეგ კვლავ ექიმის
* * *
შარაპოვას გარდა, უჰანში გამოსვლაზე უარი განაცხადა კანადელმა ეჟენი ბუშარმა. ჩოგბურთელი ბოლომდე ვერ მომჯობინდა ტვინის შერყევის შემდეგ, რომელიც ამერიკის ღია პირველობის დროს მიიღო. მაშინ ბუშარი გასახდელში დაეცა და იძულებული გახდა უარი ეთქვა მერვედფინალის თამაშზე.
უარის მიუხედავად, ბუშარი რჩება ჩინეთში და აპირებს 3-11 ოქტომბერს, პეკინის უმაღლესი კატეგორიის ტურნირში თამაშს.
ოთხთა ფინალი დევისის თასზე?
ამერიკელმა დევიდ ჰეგერტიმ, რომელიც ისევ აირჩიეს ჩოგბურთის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტის პოსტზე, New York Times-თვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ სერიოზულ ცვლილებებს გეგმავს დევისის თასსა და ფედერაციის თასზე მატჩების ჩატარების წესებში.კერძოდ, ჰეგერტის სურს ორივე ტურნირზე შემოიღოს "ოთხთა ფინალის" ფორმატი. იგეგმება წინასწარი რაუნდის მატჩების ჩვეულებრით ფორმატში ჩატარება, რის შემდეგაც, ნახევარფინალები და ფინალი ერთ ქალაქში გაიმართება. "ოთხთა ფინალის" ხანგრძლივობა ორი კვირა უნდა იყოს.
გარდა ამისა, ჰეგერტი გეგმავს ფედერაციის თასის მსოფლიო ჯგუფში მონაწილეების გაზრდას - რვიდან 16-მდე.
და კიდევ, ჩოგბურთის საერთაშორისო ფედერაციამ დააწესა, რომ დევისის თასის მატჩებში მეხუთე სეტში ტაი-ბრეიკი გათამაშდება.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"