კლასიფიკაცია: ალექსანდრე მეტრეველის ნახტომი

AutoSharing Option
გასულ კვირას ქართველ ჩოგბურთელთა ერთმა ნაწილმა წარმატებით ითამაშა საერთაშორისო ტურნირებში.

მაგალითად, სოფიო შაფათავამ და ეკატერინე გორგოძემ უკრაინულ ბუჩაში 25.000-იანი ტურნირის წყვილთა პაექრობა მოიგეს, ალექსანდრე მეტრეველმა კი თურქეთის ქალაქ იზმირში ჩელენჯერზე (საპრიზო ფონდი 64.000 ევრო) საკვალიფიკაციო ეტაპის ორი შეხვედრა მოიგო, მერე ძირითად ბადეში სძლია ორ მეტოქეს და მხოლოდ მეოთხედფინალში დამარცხდა მეორე ნომრად განთესილ ტუნისელ მალეკ ჯაზირისთან.

ამ ტურნირზე გამომუშავებული ქულებით მეტრეველი 53 საფეხურით დაწინაურდა და 365-ე საფეხურამდე აღზევდა, რაც მის კარიერაში სარეკორდოა.

ვაჟები:
საქართველოს ჩოგბურთელ ვაჟთა ლიდერი ნიკოლოზ ბასილაშილი კლასიფიკაციაში 561
ქულით 95-ეა (96).

365 (418). ალექსანდრე მეტრეველი (120),
891 (891). გიორგი ცივაძე (18),
1122 (1145). გიორგი ჯავახიშვილი (8),
1402 (1402). ალექსანდრე ბაკში (3),
2054 (2058). ირაკლი მეტრეველი (1).

ბასილაშვილი ამჟამად კუალა ლუმპურში (მალაიზია) იმყოფება და ვაჟთა საერთაშორისო ტურნირის (საპრიზო ფონდი 1.041.540) ძირითად ბადეში ჩაებმება.

23 წლის ქართველს დღეს, 29 სექტემბერს, ასპარეზობის სტარტზე 28 წლის ყაზახი ალექსანდრ ნედოვესოვი (რეიტინგით 114-ე) დაუპირისპირდება. წარმატების შემთხვევაში 20 სარეიტინგო ქულას დაიმსახურებს და მეორე წრეში ხორვატ ივო კარლოვიჩთან გაარკვევს ურთიერთობას.

ქალები:
ქალთა კლასიფიკაციაში ჩვენებურთა შორის სოფიო შაფათავა მეწინავეობს. 179 ქულით 252-ე ადგილზე იმყოფება და წინა კვირასთან შედარებით ერთი საფეხურით ჩამოქვეითდა.

384 (368). სოფიო ქვაცაბაია (88),
410 (434). ეკატერინე გორგოძე (80),
561 (549). მარიამ ბოლქვაძე (42),
685 (684). ოქსანა კალაშნიკოვა (26),
737 (728). თინათინ ყავლაშვილი (20),
1094 (1049). თამარ ჭალაგანიძე (7),
1177. ანა შანიძე (4).

წყვილები:
88 (87). კალაშნიკოვა (861),
148 (155). შაფათავა (424),
163 (161). გორგოძე (373),
348 (345). ქვაცაბაია (139),
730 (726). ბოლქვაძე (35),
780 (776). ყავლაშვილი (30),
1113 (1096). ანა ახალკაცი (11),
1113 (1096). შანიძე (11),
ჭალაგანიძე (9).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული