ვინუს უილიამსის მე-700 გამარჯვება

AutoSharing Option
ჩინეთის ქალაქ უჰანში მიმდინარე WTA-ს ტურნირის მეორე წრეში, 35 წლის ამერიკელმა ვინუს უილიამსმა 6:4, 6:3 დაამარცხა გერმანელი იულია გორგესი. ეს იყო ვინუსის კარიერაში მე-700 გამარჯვება.

როგორც აღმოჩნდა, მატჩის წინ უფროსმა უილიამსმა არ იცოდა, რომ ახლოს იყო ისტორიულ მიღწევასთან.

"კარგია, რომ ამის შესახებ არავინ მითხრა, რადგან უფრო მეტს ვინერვიულებდი", - განაცხადა უილიამსმა სააგენტო AFP-თან კომენტარში.

ვინუს უილიამსს პროფესიულ ჩოგბურთში დებიუტი 1994 წელს ჰქონდა, როცა იულია გორგესი ხუთი წლის იყო.

ამერიკელი გახდა მეცხრე ჩოგბურთელი ისტორიაში, ვისაც 700 გამარჯვება დაუგროვდა. სიას სათავეში უდგას
მარინა ნავრატილოვა (1442 მოგება), მეორეზეა კრის ევერტი (1309), მესამეზე - შტეფი გრაფი (902). ვინუსის უმცროსმა დამ - სერენამ კარიერაში მე-700 გამარჯვება აპრილში მოიპოვა. დღეს მის ანგარიშზე 737 მოგებაა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული