პირველები კორტზე გარბინ მუგურუსა და წლევანდელი უიმბლდონის სენსაცია მაგდალენა რიბარიკოვა გავიდნენ. ეს უკანასკნელი დიდი ხანი არ თამაშობდა მუხლისა და მაჯის ტრავმის გამო და აპრილში რეიტინგში მეხუთე ასეულში იმყოფებოდა. თუმცა, ტრავმამდეც დიდად არ ბრწყინავდა "სლემებზე" - 35 ცდიდან ერთხელაც არ ყოფილა მერვედფინალში, ხოლო უიმბლდონზე ცხრიდან
მაგრამ, ფინალამდე ერთი საფეხურით ადრე, რიბარიკოვამ, როგორც ჩანს, ზეწოლას ვერ გაუძლო და გადაიწვა. მან ვერაფერი დაუპირისპირა მუგურუსას, განსაკუთრებით ცუდად შეტევაში თამაშობდა - მხოლოდ 8 "ვინერსი" შეასრულა, რაც შეეხება მიღებაზე თამაშს, სლოვაკს ერთადერთი ბრეიკ-პოინტი ჰქონდა და ისიც ვერ გამოიყენა, მუგურუსამ კი 12 ცდიდან ხუთჯერ აიღო მეტოქის მოწოდება. საბოლოოდ, 63 წუთში - 6:1, 6:1. ესპანელი კარიერაში მეორედ გავიდა უიმბლდონის ფინალში.
* * *
მეორე ნახევარფინალში უფრო მეტი ბრძოლა იყო. ვინუს უილიამსიც და იოჰანა კონტაც კარგად მოქმედებდნენ საკუთარ გეიმებში. რვა გეიმი ისე გათამაშდა, რომ ბრეიკ-პოინტი არ ყოფილა. პირველმა უილიამსმა წაიფორხილა, როცა მეცხრე გეიმში ორი ბრეიკ-პოინტის შანსი მისცა ბრიტანელს. კონტამ ორივე დაფარული მატჩბოლი გაანიავა. მომდევნო გეიმში ანალოგიური შანსი უკვე ვინუსმა მიიღო და მეორე ცდაზე შეძლო სეტის მოგება.
უპირატესობის მოპოვების შემდეგ, ამერიკელი უფრო ლაღად ათამაშდა და გააძლიერა ზეწოლა მეტოქეზე. მეორე სეტში ვინუსმა საერთოდ აღარ მისცა ბრიტანელს ბრეიკ-პოინტის შანსი, თავად კი ორი ბრეიკი შეასრულა - 6:4, 6:2. საათსა და 16 წუთში 37 წლის უილიამსმა კარიერაში მეცხრედ მოიპოვა უიმბლდონის ფინალში თამაშის უფლება.
წინა რვა შემთხვევიდან, მან ხუთჯერ შეძლო აქ მოგება. ამ სეზონში ეს მისი მეორე ფინალია "სლემებზე" - პირველი ავსტრალიის ღიაზე იყო, სადაც უმცროს დასთან წააგო.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"